ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

2 დღე, 18 საათი, 34 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 8


ვაკანსიის N 54952     

პოზიციის დასახელება
ა(ა)იპ „გურჯაანის საგანმანათლებლო და სახელოვნებო სკოლების გაერთიანების“ დირექტორი
კონკურსის ტიპი
სხვა
ორგანიზაცია
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა
24.04.2019
თანამდებობრივი სარგო:
1200 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
გურჯაანი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             - ხელმძღვანელობს, წარმართავს და ორგანიზებას უწევს „გაერთიანების“ საერთო საქმიანობას;
- ხელშეკრულების საფუძველზე ნიშნავს და ათავისუფლებს „გაერთიანების“ თანამშრომლებს;
- ანაწილებს ფუნქციებს და დავალებებს თანამშრომელთა შორის;
- მერთან შეთანხმებით განსაზღვრავს „გაერთიანების“ საშტატო ნუსხასა და ხელფასის ფონდს;
- მინდობილობის გარეშე წარმოადგენს „გაერთიანებას“ სხვა ორგანიზაციებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში. ასევე,  „გაერთიანების“ სახელით დებს ხელშეკრულებებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
- ამტკიცებს სასწავლო გეგმებსა და პროგრამებს;
- „გაერთიანებაში“ დასაქმებულ პირთა შრომითი ურთიერთობები, სამუშაო გრაფიკი და   სხვა პირობები რეგულირდება შრომითი ხელშეკრულებებითა და შრომის შინაგანაწესით,  რომელსაც ამტკიცებს „გაერთიანების“ დირექტორი.
- დირექტორი ვალდებულია კეთილსინდისიერად და გულისხმიერებით შეასრულოს დასახული ამოცანები. თუ დირექტორი ჯეროვნად არ შეასრულებს თავის მოვალეობას, პასუხს აგებს „გაერთიანების“ წინაშე წარმოშობილი ზიანისათვის პირდაპირ და უშუალოდ.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი:



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            ძალიან კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
გურჯაანი, ნონეშვილის გამზ.13
საკონტაქტო ტელეფონები
599-85-21-85
საკონტაქტო პირი
მაია ლალიაშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    1. ხელმძღვანელად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
2. ა(ა)იპ „გურჯაანის საგანმანათლებლო და სახელოვნებო სკოლების გაერთიანების“ წესდების ცოდნა.
3. კონკურსანტისთვის სავალდებულოა ენების  (რუსულის ან/და ინგლისურის A1 - დონე)  ცოდნა.


                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსი მოიცავს შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
1. განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა (კანდიდატის შეფასების ეტაპზე - გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან - გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ ფორმით განსაზღვრულ მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას);
2. კანდიდატის შეფასება, რომელიც მოიცავს:
2.1. გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან, კერძოდ, საკონკურსო კომისიასთან გასაუბრებისას კომისიის მიერ შეფასდება, მოთხოვნილი სამართლებრივი  სამართლებრივი აქტის ცოდნის დონე. ასევე, კანდიდატების პროფესიული ცოდნა, მიზნები, ხედვები, მოტივაცია, ააიპს სტრუქტურისა და საქმიანობის ცოდნა.  (კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში გასაუბრების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდება გასაუბრების აუდიო  ჩაწერა). 
3. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
ა. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომის ასლი, უცხო ენაზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი);
ბ. ხელმძღვანელად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ. კონკურსანტმა განაცხადის გაკეთებისას უნდა შეავსოს  და კომპიუტერული პროგრამების ცოდნის ველი;
დ.  კონკურსანტმა განაცხადის გაკეთებისას უნდა შესავსოს სამოტივაციო წერილი,სადაც უნდა  წამოადგინოს  ზემოაღნიშნული   ა(ა)იპ-ის განვითარების სტატეგია,  მიზნები და საკუთარი პროფესიული უნარები. 
ე. ინფორმაცია კონკურსის ეტაპების შესახებ, გასაუბრების ადგილის, თარიღის და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ www.hr.gov.ge-ს შეტყობინებათა ველში ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით. განაცხადის წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა; 
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება