ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

2 დღე, 18 საათი, 44 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 8


ვაკანსიის N 54949     

თანამდებობის დასახელება
პირველი რანგი - საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება
განათლების,კულტურის,სპორტის,ახალგაზრდობის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი
კონკურსის ტიპი
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია
განათლება/მეცნიერება/კულტურა
განცხადების ბოლო ვადა
24.04.2019
თანამდებობრივი სარგო:
1500 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ყაზბეგი

ფუნქციები
                             - სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების,განათლების,კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
- თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების,კულტურისა და სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვას,მათი რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების პროექტების მომზადება;
- ადგილობრივი თვითმყოფადობის,შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და განვითარების ხელშეწყობა;
- წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე;
- ჯანმრთელობის,სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება.
- მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება; 
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
5 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი";

გ) საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ";

დ) საქართველოს კანონი "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი";

ე) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის N23 დადგენილება;



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ყაზბეგი დაბა სტეფანწმინდა ალ ყაზბეგის ქ.N 2
საკონტაქტო ტელეფონები
591303301
საკონტაქტო პირი
ია ეფხოშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    - მოქალაქეებთან  ურთიერთობის მიმართულებით ან/ და სოციალურ და კულტურულ საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება,მათ შორის,ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

1) თანასწორობის და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვის უნარი;
2) სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
3) თანამშრომლის განვითარების,შეფასების მოტივირების უნარი;
4) გუნდური მუშაობის უნარი;
5) დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    - საჯარო მოხელე მესამე, მეორე ან პირველი რანგის მოხელის თანამდებობაზე ინიშნება დახურული კონკურსის საფუძველზე. დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში. 

- შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს.

"ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ბლოკში კანდიდატი ვალდებულია ატვირთოს:
- ველში- "დამატებითი დოკუმენტაცია" - ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის (მოქმედი) პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული პირი ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.
- ველში - „განათლება" - უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- ველში "სამუშაო გამოცდილება"- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი.
კონკურსის ეტაპების შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ მათ მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.  
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გასაუბრების საფუძველზე ხმათა უმრავლესობით, აპლიკაციების მიღების ვადის ამოწურვიდან 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება