ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

2 დღე, 19 საათი, 14 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 4


ვაკანსიის N 54945     

თანამდებობის დასახელება
პირველი რანგი - საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი
კონკურსის ტიპი
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია
სამხედრო აღრიცხვა და გაწვევა
განცხადების ბოლო ვადა
24.04.2019
თანამდებობრივი სარგო:
1400 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ყაზბეგი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             - წარმართავს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურისათვის საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი დებულებით დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;
ხელმძღვანელობს:
- რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის)ორგანიზებას;
-სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა,რიგითთა,კაპრალთა,სერჟანტთა და ტექნიკის)აღრიცხვის ორგანიზებას;
- მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას და სავალდებულო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას;
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების კონტროლს. 
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
5 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი";

გ) საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ";

დ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის  N29 დადგენილება;

ე) საქართველოს მთავრობის 2015 წლის 02.06. N247 დადგენილება "მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე".

ვ) "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"საქართველოს კანონი; 



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ყაზბეგი დაბა სტეფანწმინდა ალ.ყაზბეგის ქ.N 2
საკონტაქტო ტელეფონები
591303301
საკონტაქტო პირი
ია ეფხოშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    - სამხედრო სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება,მათ შორის,ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

1) თანასწორობის და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვის უნარი;
2) სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
3) თანამშრომლის განვითარების,შეფასების მოტივირების უნარი;
4) გუნდუის განვითარების უნარი;
5) დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი. 
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    - საჯარო მოხელე მესამე, მეორე ან პირველი რანგის მოხელის თანამდებობაზე ინიშნება დახურული კონკურსის საფუძველზე. დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში. 
- შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს.
"ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ბლოკში კანდიდატი ვალდებულია ატვირთოს:
- ველში- "დამატებითი დოკუმენტაცია" - ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის (მოქმედი) პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული პირი ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.
- ველში - „განათლება" - უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- ველში "სამუშაო გამოცდილება"- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი.
კონკურსის ეტაპების შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ მათ მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. 
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გასაუბრების საფუძველზე ხმათა უმრავლესობით, აპლიკაციების მიღების ვადის ამოწურვიდან 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება