ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 18 საათი, 53 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 91


ვაკანსიის N 54931     

პოზიციის დასახელება
ადმინისტრაციული განყოფილების ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი (II კატეგორია)
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
კატეგორია
ადამიანური რესურსების მართვა
განცხადების ბოლო ვადა
22.04.2019
თანამდებობრივი სარგო:
1600 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             ა)	უზრუნველყოფს თანამშრომელთა სამუშაოს აღწერილობების შემუშავებასა და განახლებას;
ბ)	კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებს სწავლების ცენტრის საქმიანობის მარეგულირებელ აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ;
გ)	უზრუნველყოფს სწავლების ცენტრის თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსების ორგანიზებასა და ჩატარებას;
დ)	უზრუნველყოფს საკადრო საკითხებზე, მათ შორის, თანამშრომელთა დანიშვნის, სამსახურიდან გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანებების პროექტების მომზადებასა და სამართლებრივი ექსპერტიზისთვის წარდგენას;
ე)	უზრუნველყოფს საკადრო საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისტემატიზაციასა და შენახვას;
ვ)	უზრუნველყოფს შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადებასა და სამართლებრივი ექსპერტიზისთვის წარდგენას;
ზ) 	უზრუნველყოფს შრომითი ხელშეკრულებების რეგისტრაციას, სისტემატიზაციასა და შენახვას;
თ)	ახორციელებს სწავლების ცენტრის თანამშრომლებისათვის სამივლინებო  მოწმობების შედგენას;
ი)	მოთხოვნის შესაბამისად, ამზადებს ცნობებს შრომითი ურთიერთობის დადასტურებასთან დაკავშირებით;
კ)	უზრუნველყოფს ახალი თანამშრომლებისათვის საინფორმაციო-საორიენტაციო პროგრამის ჩატარებას;
ლ)	უზრუნველყოფს თანამშრომელთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობის მიზნით საჭიროებების გამოვლენასა და შესაბამისი პროგრამების მოძიებას, ორგანიზებას;
მ)	ახორციელებს სწავლების ცენტრის თანამშრომელთა სამუშაო კმაყოფილებისა და მოტივაციის კვლევას;
ნ)	ახორციელებს სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსების ორგანიზებას, შერჩეული კანდიდატებისათვის ხელშეკრულების გაფორმებასა და სტაჟირების პროგრამის კოორდინაციას;
ო)	კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სტატისტიკური ინფორმაციის მომზადებასა და განახლებას;
პ)	უზრუნველყოფს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევის ადმინისტრირებას;
ჟ)	კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს წერილების პროექტებს, ასევე საპასუხო წერილების პროექტებს სწავლების ცენტრში შემოსულ წერილებსა და განცხადებებზე;
რ)	უზრუნველყოფს თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების შესახებ ინფორმაციის დამუშავებას;
ს)	სწავლების ცენტრის ვებ-გვერდზე პროაქტიული გამოქვეყნების მიზნით, უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის მომზადებას, მათ შორის, სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას;
ტ)	მოთხოვნის შესაბამისად, ამზადებს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ;
უ)	ასრულებს სწავლების ცენტრის დირექტორისა და განყოფილების უფროსის სხვა დავალებებს.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;

გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

ზ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულება“.


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ.
საკონტაქტო ტელეფონები
2 61 21 11 (14)

დამატებითი მოთხოვნები
                    აუცილებელი მოთხოვნები/უნარ-ჩვევები:
ა) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, მათ შორის, ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook).
გ) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;
დ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
ე) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;
ვ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
ზ) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი.

სასურველი მოთხოვნები:
ა) მაგისტრის ხარისხი;
ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
გ) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;
ე) ინგლისური ენის ცოდნა;
ვ) რუსული ენის ცოდნა.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, კონკურსის გამოცხადების დღიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა გაიარონ რეგისტრაცია და გამოაგზავნონ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე: http://www.hr.gov.ge  

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა პირებმა განცხადების შევსების დროს უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
	უმაღლესი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
	სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
	სამოტივაციო წერილი.

კონკურსის პირველ ეტაპზე განხორციელდება კანდიდატის განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში კანდიდატის განაცხადი მიჩნეული იქნება ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამოდ.

კონკურსში მონაწილე კანდიდატთა შეფასების მიზნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა პირებმა განცხადების შევსების დროს ატვირთონ და გამოაგზავნონ კანდიდატების მიმართ დადგენილ სასურველ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

კონკურსის მეორე ეტაპზე განხორციელდება კანდიდატის პროფესიული ცოდნის, სამუშაო გამოცდილებისა და აუცილებელი უნარ-ჩვევების შემოწმება, ზეპირი დავალების მიცემისა და გასაუბრების საფუძველზე.

საკონკურსო კომისია გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (http://www.hr.gov.ge) მეშვეობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა. 

საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება