ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 19 საათი, 0 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 48


ვაკანსიის N 54930     

პოზიციის დასახელება
ადმინისტრაციული განყოფილების შესყიდვების სპეციალისტი (III კატეგორია)
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
კატეგორია
შესყიდვები
განცხადების ბოლო ვადა
22.04.2019
თანამდებობრივი სარგო:
2100 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             ა)	შეიმუშავებს სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტს და  უზრუნველყოფს დამტკიცებული გეგმის განთავსებას სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შესაბამის ვებ-გვერდზე;
ბ)	საჭიროების შესაბამისად, უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმაში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტის მომზადებას და დამტკიცებული ცვლილებების ასახვას სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შესაბამის ვებ-გვერდზე;
გ)	ახორციელებს ბაზრის შესწავლას შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით;
დ)	სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანების საფუძველზე ახორციელებს ტენდერის პროცესის ტექნიკურ მხარდაჭერას, მათ შორის, უზრუნველყოფს სატენდერო კომისიის აპარატის წევრობასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებას, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას, სატენდერო კომისიის სხდომის ორგანიზებასა და სხდომის ოქმის შედგენას, შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირებთან საჭიროებისამებრ კომუნიკაციას;
ე)	ახორციელებს მიმწოდებლებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას, სამართლებრივი ექსპერტიზისთვის წარდგენასა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ატვირთვას;
ვ)	ახორციელებს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგსა და შესაბამისი შედეგების შესახებ განყოფილების უფროსის ინფორმირებას;
ზ)	უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების რეესტრის წარმოებას, შენახვასა და დაარქივებას;
თ)	უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვის პროცესში შექმნილი, მიღებული დოკუმენტაციის გადაცემას მთავარი ბუღალტრისთვის;
ი)	ახორციელებს საქონლის, მომსახურების, სამუშაოს მიღება-ჩაბარებისა და ურთიერთშედარების აქტების პროექტების მომზადებას, სამართლებრივი ექსპერტიზისთვის წარდგენასა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ატვირთვას;
კ)	უზრუნველყოფს გადაუდებელი აუცილებლობით განსახორციელებელ შესყიდვებთან დაკავშირებით მოხსენებითი ბარათების მომზადებასა და შესაბამისი ინფორმაციის განთავსებას სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე;
ლ)	კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს წერილების პროექტებს, ასევე საპასუხო წერილების პროექტებს სწავლების ცენტრში შემოსულ წერილებზე, განცხადებებსა და საჩივრებზე;
მ)	სწავლების ცენტრის ვებ-გვერდზე პროაქტიული გამოქვეყნების მიზნით, უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის მომზადებას, მათ შორის, სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას;
ნ)	მოთხოვნის შესაბამისად, ამზადებს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ო)	ასრულებს სწავლების ცენტრის დირექტორისა და განყოფილების უფროსის სხვა დავალებებს.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
3 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;

დ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“;

ე) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებული „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესი“;

ვ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2  ბრძანებით დატკიცებული „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესი“;

ზ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი“;

თ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულება“.


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ.
საკონტაქტო ტელეფონები
2 61 21 11 (14)

დამატებითი მოთხოვნები
                    აუცილებელი მოთხოვნები/უნარ-ჩვევები:
ა) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება.
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook);
გ) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;
დ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
ე) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;
ვ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
ზ) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;
თ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა.

სასურველი მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული ან საფინანსო-ეკონომიკური განათლება − ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;
ბ) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
გ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;
დ) ინგლისური ენის ცოდნა;
ე) რუსული ენის ცოდნა.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, კონკურსის გამოცხადების დღიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა გაიარონ რეგისტრაცია და გამოაგზავნონ განცხადება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე: http://www.hr.gov.ge 

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა პირებმა განცხადების შევსების დროს უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
	უმაღლესი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
	სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
	სამოტივაციო წერილი.

კონკურსის პირველ ეტაპზე განხორციელდება კანდიდატის განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში კანდიდატის განაცხადი მიჩნეული იქნება ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამოდ.

კონკურსში მონაწილე კანდიდატთა შეფასების მიზნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა პირებმა განცხადების შევსების დროს ატვირთონ და გამოაგზავნონ კანდიდატების მიმართ დადგენილ სასურველ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

კონკურსის მეორე ეტაპზე განხორციელდება კანდიდატის პროფესიული ცოდნის, სამუშაო გამოცდილებისა და აუცილებელი უნარ-ჩვევების შემოწმება, ზეპირი დავალების მიცემისა და გასაუბრების საფუძველზე.

საკონკურსო კომისია გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (http://www.hr.gov.ge) მეშვეობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა. 

საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება