ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

9 დღე, 19 საათი, 36 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 20


ვაკანსიის N 54765     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ზედამხედველობის დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ზედამხედველობის მიმართულება
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური
ორგანიზაციის შესახებ
                    ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, შეიქმნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს სახელმწიფო ზედამხედველობას.
                    
კატეგორია
ბუღალტერია
განცხადების ბოლო ვადა
01.05.2019
თანამდებობრივი სარგო:
1500 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             • დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, აუდიტორებთან/აუდიტორულ ფირმებთან, პროფესიულ ორგანიზაციებთან, მარეგულირებელ/საზედამხედველო ორგანოებთან, სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობა;
• ანგარიშგებების მომზადების, შედგენის, წარდგენისა და გამოქვეყნების პროცესში გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსისთვის მიწოდება;
• ანგარიშგებების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგის რისკზე დაფუძნებული მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობა და გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, რეკომენდაციების დეპარტამენტის უფროსისთვის შეთავაზება;
• დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებულ საჩივრებზე რეაგირება;
• მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სამსახურის უფროსისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანლის (ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ზედამხედველობის დეპარტამენტი) მითითებებისა და დავალებების განხორციელება.                                                                                                         
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
პროფესია
ეკონომიკა ან ბიზნესის ადმინისტრირება
საკონკურსო თემატიკა
                    

• საქართველოს კონსტიტუცია;
• საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
• საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ";
• საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ";
• საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;
• ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS);
• საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ.№1
საკონტაქტო ტელეფონები
032 2 26 29 75
საკონტაქტო პირი
თამარ წულაია

დამატებითი მოთხოვნები
                    • ფინანსური მენეჯმენტის, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგების სფეროში, აუდიტის სფეროში ან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღრიცხვა, ანგარიშგების ან/და აუდიტის სწავლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
• სასურველია პროფესიონალ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) ან სერტიფიცირებულ საჯარო ბუღალტერთა ამერიკის ინსტიტუტის (AICPA) სერტიფიკატის ფლობა.

შემდეგი უნარ-ჩვევები:

o	პროექტის მართვის უნარი;
o	ცვლილებების მართვის უნარი;
o	დროის ეფექტური მართვის უნარი;
o	გუნდური მუშაობის უნარი;
o	სამუშაოს დაგეგმვა;
o	გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
o	პრეზენტაციის მომზადებისა და ჩატარების უნარი;
o	კრეატიულობა/ინოვაციურობა;
o	შეხვედრებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
o	კომუნიკაციის (ზეპირი და წერილობითი) უნარი;
o	ანალიზის უნარი;
o	ადაპტაციის უნარი;
o	არგუმენტაციის უნარი;
o	კომუნიკაბელურობა;
o	კოლეგიალურობა;
o	მიზანდასახულობა;
o	დეტალებზე ორიენტირებულობა.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, კონკურსის გამოცხადების დღიდან 20 სამუშაო დღის ვადაში, გაიაროთ რეგისტრაცია და გამოაგზავნოთ განცხადება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე: http://www.hr.gov.ge. 

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• უმაღლესი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; 
• სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ცნობ(ებ)ის ასლ(ებ)ი ან შრომის წიგნაკის ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერის ასლი (სამსახურის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მონაცემებს პირის მიერ დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ; აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულ სამუშაო მიმართულებასა და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობას);
• სარეკომენდაციო წერილი - კანდიდატმა რეკომენდატორების გრაფაში აუცილებლად უნდა მიუთითოს მინიმუმ 1 რეკომენდატორის სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა, საკონტაქტო ინფორმაცია და სარეკომენდაციო წერილი;
• სამოტივაციო წერილი.

კონკურსი მოიცავს შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

1. განცხადების გადარჩევა - კონკურსის მეორე ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ ფორმით განსაზღვრულ მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას;
2. წერითი დავალება (ტესტირება სამართლებრივი აქტების ცოდნის დადგენის მიზნით და ტესტირება და გასაუბრება ინგლისურ ენაში) - ბოლო ეტაპზე გადავა ის კანდიდატი, რომელიც გადალახავს სამართლებრივი აქტების ტესტის მაქსიმალურ ქულათა 75%-იან ზღვარს და ინგლისური ენის ტესტსა და გასაუბრებაში ჯამში მიიღებს 48 და მეტ ქულას;
3. გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან - გასაუბრების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლოა განხორციელდეს გასაუბრების აუდიო და ვიდეო ჩაწერა (კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში).

კონკურსის შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.saras.gov.ge.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადაა განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვე. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება