ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 21 საათი, 36 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 8


ვაკანსიის N 54471     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (დიზაინერი)
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება  და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება. 
შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა).

                    
კატეგორია
მარკეტინგი
განცხადების ბოლო ვადა
24.03.2019
თანამდებობრივი სარგო:
1700 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             •	პიარისა და მარკეტინგული პროექტებისთვის საჭირო დიზაინის შემუშავება; 
•	პოლიგრაფიული და სხვა სახის გრაფიკული დიზაინების შექმნა;
•	სამინისტროს მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასა და სარეკლამო კამპანიის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
•	სხვადასხვა პროექტის განხორციელების დროს სარეკლამო (შემსრულებელ) ფირმებთან ურთიერთობის და დაკვეთის მაღალი ხარისხით შესრულებაზე კონტროლი; 
•	სამინისტროს იმიჯის განვითარებაში მონაწილეობის მიღება; 
•	ვებდიზაინების შექმნა; 
•	სამინისტროს და სსიპ-ებისთვის გრაფიკული ანიმაციური რგოლების დამზადება; 
•	საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამის დახმარებით 3D მოდელების შექმნა და მათი ანიმირება; 
•	სხვადასხვა სახის ნახაზის და ტექნიკური მახასიათებლების შედგენა; 
•	სამინისტროს ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
3 წელი


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Photoshop            ძალიან კარგი
illustrator            ძალიან კარგი
InDesign            ძალიან კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B1       B1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
გორგასლის 24 ა
საკონტაქტო ტელეფონები
2405944

დამატებითი მოთხოვნები
                    •	გრაფიკული დიზაინის სფეროში არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
•	სასურველია, დამატებითი კომპიუტერული პროგრამების (3D max, Corel, Premier Pro, After effects) ცოდნა;

•	შედეგზე ორიენტაცია;
•	პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
•	გუნდური მუშაობა;
•	პრობლემების ანალიზი;
•	მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას; თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს; დაზღვევის კორპორაციულ პირობებს.

•	კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
 - უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი); 
 - სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი - უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა (დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციის მითითებით) ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერით). ატვირთული უნდა იყოს, სულ ცოტა, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი.
•	აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
•	აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და მათ მიერ დაკავებული თანამდებობა;
•	ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;
•	კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;
•	შეფასების ეტაპზე ჩატარდება ტესტირება ქართულ ენასა და ზოგად უნარებში. აღნიშნული ტესტების წარმატებით გავლად ჩაითვლება მაქსიმალური ქულის 50%-ის (და მეტის) შესაბამისი ქულის მიღება.
•	გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ (ზეპირი დავალების ფორმით), მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად; გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა (მაქსიმალური ქულა - 5).

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება