ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

3 დღე, 20 საათი, 51 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 24


ვაკანსიის N 54383     

თანამდებობის დასახელება
პირველი რანგი - საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება
შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი)
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება  და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება. 
შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა).

                    
კატეგორია
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა
27.03.2019
თანამდებობრივი სარგო:
4400 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             •	დეპარტამენტის თანამშრომლების საქმიანობის მართვა, კოორდინაცია, ზედამხედველობა და მათზე ფუნქციების გადანაწილება ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
•	დეპარტამენტის საქმიანობის წარმართვა „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, იუსტიციის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების, შიდა აუდიტის სფეროში მოქმედი სხვა რეგულაციების შესაბამისად;
•	იუსტიციის სამინისტროს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ორგანიზაციული სტრუქტურის, რისკის გამოვლენისა და მართვის პროცესების შეფასება და აღნიშნულ საკითხებზე მინისტრისთვის რეკომენდაციების წარდგენა;
•	სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, ჰარმონიზაციის ცენტრთან, გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობა და, საჭიროების შემთხვევაში, მათთვის შესაბამისი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის მიწოდება;
•	ეფექტიანობის აუდიტის, სისტემური აუდიტის, შესაბამისობის აუდიტის, ფინანსური აუდიტის და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის პროფესიონალურად ჩატარების უზრუნველყოფა (საჭიროების შემთხვევაში, მათი კომბინირება) და იუსტიციის მინისტრისათვის შიდა აუდიტის შედეგების წარდგენა;
•	შიდა აუდიტორული საქმიანობის სტრატეგიული და წლიური გეგმების შედგენა და ამ გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
•	სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა; 
•	შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შიდა აუდიტორული მიგნებების მოპოვების, დოკუმენტირების, ინტერვიუების ჩატარების, კითხვარებისა და სამუშაო დოკუმენტების შემუშავების, აუდიტორული ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადების პროცესის კოორდინირება;
•	შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შიდა აუდიტის ობიექტისათვის მიცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი და შედეგების მინისტრისთვის წარდგენა;
•	შიდა აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმების დამტკიცება;
•	დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციების განხილვა და მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება
5 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • „საქართველოს კონსტიტუცია“;
  • „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
  • „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი ;
  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილება;
  • „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილება;
  • „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება;
  • „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება;
  • „სახელმწიფო სექტორში რისკის მართვის სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №644 ბრძანება.


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
გორგასლის 24 ა
საკონტაქტო ტელეფონები
2405013

დამატებითი მოთხოვნები
                    •	მაგისტრის ხარისხი სამართლის, საბუღალტრო აღრიცხვის − აუდიტის ან ფინანსების დარგში;
•	შიდა აუდიტის ან/და შიდა კონტროლის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მათ შორის, 2 წელი − ხელმძღვანელ პოზიციაზე;
•	სასურველია საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შიდა აუდიტორად მუშაობის გამოცდილება; 
•	სასურველია, კანდიდატს გავლილი ჰქონდეს თემატური ტრენინგები შიდა აუდიტის საკითხებზე; 
•	შიდა აუდიტორის სერტიფიკატის ფლობა (სასურველია); 
•	ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია).

•	შედეგზე ორიენტაცია;
•	პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
•	გუნდური მუშაობა;
•	სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნება;
•	გადაწყვეტილების მიღების სხვადასხვა მიდგომების გამოყენება;
•	თანამშრომლის განვითარება, შეფასება, მოტივირება.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას; თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს; დაზღვევის კორპორაციულ პირობებს.
•	კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა, ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
−	უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი); 
−	სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი − უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა (დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციის მითითებით) ან არსებობის შემთხვევაში − შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერით). ატვირთული უნდა იყოს, სულ ცოტა, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი;
•	აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
•	აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა;
•	ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;
•	კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;
•	წერითი დავალების ეტაპზე ჩატარდება ტესტირება ქართულ ენასა და ზოგად უნარებში. აღნიშნული ტესტების წარმატებით გავლად ჩაითვლება 50% ან მეტის მიღება.
•	გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ (ზეპირი დავალების ფორმით), მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად; გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა (მაქსიმალური ქულა − 5). 
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება