ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 20 საათი, 54 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 15


ვაკანსიის N 54364     

თანამდებობის დასახელება
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება
სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და პროგრამების სამმართველოს უფროსი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
კატეგორია
სოციალური დაცვა
განცხადების ბოლო ვადა
25.03.2019
თანამდებობრივი სარგო:
3100 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             - სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
- სამართლებრივი აქტების (კანონპროექტი, ნორმატიული და ინდივიდუალური ბრძანება, მომსახურების მარეგულირებელი სტანდარტები, დადგენილება, განკარგულება) პროექტების შემუშავება და მოქმედ სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანის მიზნით პროექტების მომზადება;
- სამოქმედო გეგმებზე პერიოდული ანგარიშების მომზადების კოორდინაცია;
- შემოსული კორესპონდენციის განხილვა და რეაგირება;
- მოქალაქეთა/დაინტერესებულ პირთა კონსულტირება;
- სოციალური მომსახურებების საკითხებზე, ბავშვთა კეთილდღეობის, შშმ პირთა და ხანდაზმუთა სოციალური დაცვის სისტემის განვითარების პროცესში მოქმედი სხვადასხვა მიზნობრიობის სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა;
- ანგარიშგება საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე კომპეტენციის ფარგლებში სოციალური დაცვის სფეროში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ღონისძიებებში მონაწილეობა;
- საჭიროების შემთხვევაში მასმედისთან ურთიერთობა. 
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
3 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენცია;

გ) გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენცია;

დ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (მეურვეობის, მზრუნველობის და შვილად აყვანის საკითხები);

ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ი) „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონი;

კ) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ლ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

მ) სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის შესაბამისი წლის სახელმწიფო პროგრამა;

ნ) ,,სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის N22 დადგენილება;

ო) ,,ტექნიკური რეგლამენტი - ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N66 დადგენილება;

პ) „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილება;

ჟ) ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესი“;

რ) ,,შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის N1/ნ ბრძანება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B1       B1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ.თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი N144
საკონტაქტო ტელეფონები
2510041 (0614)
საკონტაქტო პირი
ნინო ბერბიჭაშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    ა) უმაღლესი განათლება -  ეკონომიკა ან/და მედიცინა ან/და სამართალი;
ბ) სამუშაო გამოცდილება -  3  წლის მუშაობის გამოცდილება სოციალური მუშაობის მიმართულებით, აქედან შშმ პირებისა ან/და ბავშვთა ზრუნვის საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    - კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ორგანიზაცია, თანამდებობა, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით) საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად;
- „სამოტივაციო წერილი“ - ამ თანამდებობაზე კანდიდატის შესაბამისობის შესახებ.
- კონკურსანტმა ასევე, უნდა მიუთითოს არანაკლებ 2 რეკომენდატორი, რეკომენდატორების საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით.
- საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).

- კონკურსის ეტაპების შედეგების შესახებ კანდიდატს ეცნობება მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

შეფასების ეტაპზე შემოწმდება:
- საკონკურსო თემატიკის შესაბამისად კანონმდებლობის ცოდნა და ანალიზის უნარი.
- კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში განხორციელდება გასაუბრების აუდიო ჩაწერა.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 3 თვისა. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ქულათა სისტემის საფუძველზე.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება