ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 201


ვაკანსიის N 54345     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
კატეგორია
ადმინისტრაცია
განცხადების ბოლო ვადა
22.03.2019
თანამდებობრივი სარგო:
1600 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             -სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ურთიერთობის კოორდინაცია;
-კომპეტენციის ფარგლებში,  სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია;
-სამინისტროში შემოსული წერილის/განცხადების განხილვა, გადამისამართება, ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და პასუხის ადრესატისათვის მიწოდება;
-ოფიციალური წერილების  მომზადება;
-უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება;
-უწყებრივი და უწყებათაშორისი შეხვედრებისა და სამუშო ჯგუფების მუშაობის ხელშეწყობა/კოორდინაცია/ორგანიზება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

-საქართველოს კონსტიტუცია;

- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

- „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილება;

-„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №35 ბრძანება;



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, გენერალ გ. კვინიტაძის 20
საკონტაქტო ტელეფონები
2950780
საკონტაქტო პირი
მარიამ მალუძე

დამატებითი მოთხოვნები
                    - უმაღლესი განათლება;
ბ) თავდაცვისა და უსაფრთხოების, სამართლის, საჯარო ან/და კერძო სექტორში მმართველობის, საორგანიზაციო ან საპროტოკოლო უზრუნველყოფის,  საქმისწარმოების, საჯარო ან კლასიფიცირებული ინფორმაციის მართვის სფეროებში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წელი;
- უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი) – B1 დონე (სასურველია ინგლისური ენის ცოდნა).
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    - შესაბამის ველში - კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
ბ) შრომის წიგნაკის ან შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ორგანიზაცია, თანამდებობა, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით).
-კანდიდატმა აუცილებლად უნდა მიუთითოს არანაკლებ 2 (ორი) რეკომენდატორი; 
- კანდიდატმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი;
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ვაკანტურ თანამდებობებზე ჩასატარებელი კონკურსის პროგრამის, პირობები და ეტაპები იხილეთ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე (www.mod.gov.ge).
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობის საფუძველზე განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 3 თვისა
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება