ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 79


ვაკანსიის N 54344     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უწყებათაშორისი თანამშრომლობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
კატეგორია
თავდაცვა/უშიშროება/უსაფრთხოება
განცხადების ბოლო ვადა
21.03.2019
თანამდებობრივი სარგო:
1400 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             -უწყებათაშორის   ფორმატში  თანამშრომლობისა   და  კოორდინაციის  პროცესებთან  და  პროცედურებთან დაკავშირებით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობა;
-ეროვნული     უსაფრთხოების     პოლიტიკის     შემუშავების     უწყებათაშორის     სამუშაო     ფორმატებში მონაწილეობა/ხელშეწყობა;
-უწყებათაშორის  და შიდაუწყებრივ  დონეზე კრიზისების  მართვის  პოლიტიკის  შემუშავებაში მონაწილეობა და ხელშეწყობა;
-კრიზისების    მართვასთან    დაკავშირებულ    უწყებათაშორის    და    სამეთაურო-საშტაბო    სწავლებებში მონაწილეობა და ხელშეწყობა;
-უწყებათშორის   ფორმატში   თანამშრომლობისა   და  კოორდინაციის   პროცესებთან   და  პროცედურებთან დაკავშირებით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
-საუკეთესო  პრაქტიკისა  და  საერთაშორისო  გამოცდილების  კვლევა  და  ანალიზი  კრიზისების  მართვის სფეროში მისი ადგილობრივ დონეზე გაზიარებისა და დანერგვის მიზნით;
-კომპეტენციის ფარგლებში, თავდაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის განახლების პროცესში მონაწილეობა;
-საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით თავდაცვისა და უსაფრთხოების ეროვნული და უწყებრივი დონის სტრატეგიული/კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
-გაწეულ სამუშაოზე კვარტალური/წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
-სამმართველოს  კომპეტენციის ფარგლებში, საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო-ტექნიკური საკითხების შესრულება;
-ცალკეულ შემთხვევებში, დოკუმენტების/სახელმძღვანელო მასალების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
-ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 23 დეკემბრის №5589-რს დადგენილება;

ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

ზ) „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილება;

თ) „საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ივნისის №413 დადგენილება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B2       B2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, გენერალ გ. კვინიტაძის 20
საკონტაქტო ტელეფონები
2950780
საკონტაქტო პირი
მარიამ მალუძე

დამატებითი მოთხოვნები
                    - უმაღლესი განათლება:
ა) სოციალური მეცნიერებების მიმართულებით (პოლიტიკური მეცნიერებების, ეკონომიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, გეოგრაფიის, მასობრივი კომუნიკაციების, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის (სოციალური და პოლიტიკური ფსიქოლოგიის სპეციალიზაცია) სპეციალობები);
ბ) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტის სპეციალობა (საერთაშორისო ბიზნესის, პროექტების მენეჯმენტის სპეციალიზაციები));
გ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით (ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის სპეციალობები);
დ) სამართლის მიმართულებით (სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო სამართლის, საჯარო სამართლის სპეციალობები);
ე) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორიის, ფილოლოგიის, ფილოსოფიის სპეციალობები);
ვ) მიმართულებათაშორისი დარგები (საჯარო მმართველობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სამხედრო მეცნიერებათა შესაბამისი ქვედარგების, რეგიონმცოდნეობის, ანთროპოლოგიის (პოლიტიკის ანთროპოლოგიის სპეციალიზაცია) სპეციალობები).
-ფართო უსაფრთხოების კონტექსტში თავდაცვის მართვის, საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოებისა და პოლიტიკური საკითხების ცოდნა.
- ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის, თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების, ნატოსთან, ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის მექანიზმების ცოდნა.
-თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის შესაძლებლობების განვითარების პროგრამით განსაზღვრული საკითხების ცოდნა.
- სტრატეგიული და თავდაცვის დაგეგმვის ძირითადი პრინციპების ცოდნა.
-პროგრამებისა და პროექტების მართვის სფეროში გამოცდილება.
- სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთის ცოდნა) – B1 დონე.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    - შესაბამის ველში - კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
ბ) შრომის წიგნაკის ან შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ორგანიზაცია, თანამდებობა, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით).
-კანდიდატმა აუცილებლად უნდა მიუთითოს არანაკლებ 2 (ორი) რეკომენდატორი; 
- კანდიდატმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი;
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ვაკანტურ თანამდებობებზე ჩასატარებელი კონკურსის პროგრამის, პირობები და ეტაპები იხილეთ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე (www.mod.gov.ge).

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                 კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობის საფუძველზე განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 3 თვისა
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება