ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 45


ვაკანსიის N 54340     

თანამდებობის დასახელება
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე
პოზიციის დასახელება
გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
კატეგორია
თავდაცვა/უშიშროება/უსაფრთხოება
განცხადების ბოლო ვადა
21.03.2019
თანამდებობრივი სარგო:
4000 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             -საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამართალდარღვევის, მათ შორის დისციპლინური გადაცდომის გამოვლენის და პრევენციის მიზნით, სამინისტროს სისტემის მოსამსახურის/მოსამსახურეების მიერ დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით შემოწმების (მათ შორის, ფინანსურ შემოწმებას) პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების ზედამხედველობა;
-სამსახურებრივი შემოწმების შედეგად გამოვლენილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველ საქმეზე სათანადო რეაგირების მიზნით, მასალების შესაბამის ორგანოში გადაგზავნის პროცესის კოორდინაცია და  ზედამხედველობა;
-სამსახურებრივი შემოწმების  შედეგების საფუძველზე დასკვნების, რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავების პროცესის კოორდინაცია;
-სამინისტროს სისტემის  სუბიექტების, მოსამსახურეების მხრიდან შესაძლო მართლსაწინააღმდეგო კავშირების გამოვლენის მიზნით, აგრეთვე მოსამსახურეების მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ ინფორმაციის მოპოვების პროცესის  დაგეგმვისა და განხორციელების მონიტორინგი;
-სამინისტროს სისტემის სუბიექტებში  საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების აღმოფხვრის მიზნით, სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის მდგომარეობის შესწავლისა და შესაბამისი  რეკომენდაციების/წინადადებების შემუშავების პროცესის  კოორდინაცია და  ზედამხედველობა;
-სამინისტროს სისტემის სუბიექტების, მოსამსახურეთა მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციის მიზნით, შესაბამის პროფილაქტიკური ღონისძიებების და სათანადო რეკომენდაციებს/წინადადებების მომზადების პროცესის ზედამხედველობა;
-გენერალური ინსპექციის საკურატორო სტრუქტურული ქვედანაყოფის მასშტაბით სამუშაოს ეფექტურად შესრულებისათვის, დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის მოვალეობების გადანაწილების, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ზედამხედველობის და დისციპლინარულ გადაცდომებზე რეაგირების პროცესში ;
-გენერალური ინსპექციის საკურატორო სტრუქტურული ქვედანაყოფის მასშტაბით სამუშაო პროცესის გამართულად წარმართვისა და თანამშრომელთა განვითარებისათვის, თანამშრომელთა შეფასება (დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან მუდმივი კომუნიკაცია, განხორციელებული და/ან მიმდინარე სამუშაოს შესახებ უკუკავშირი) და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
-სამუშაოს გამართულად შესრულებისათვის, გენერალური ინსპექციის საკურატორო სტრუქტურული ქვედანაყოფის მასშტაბით საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო-ტექნიკური საკითხების შესრულების ზედამხედველობა;
-ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში დამატებითი დავალებების შესრულება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
3 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

დ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ი) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

კ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

ლ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილება;

მ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 იანვრის №08 ბრძანება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, გენერალ გ. კვინიტაძის 20
საკონტაქტო ტელეფონები
2950780
საკონტაქტო პირი
მარიამ მალუძე

დამატებითი მოთხოვნები
                    -უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:
ა) სამართლის მიმართულება;
ბ) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებები (საბუღალტრო აღრიცხვის სპეციალობა, მენეჯმენტის სპეციალობა (ადამიანური რესურსების მართვა, ინფორმაციის  მენეჯმენტი, ოპერაციების მენეჯმენტი), ფინანსების სპეციალობა);
გ) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებები;
დ) სოციალური მეცნიერებების მიმართულებები (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობები);
ე) მიმართულებათაშორისი დარგების მიმართულებები (თავდაცვისა და უსაფრთხოების სპეციალობა, სამხედრო მეცნიერების სპეციალობა).
-თავდაცვის, უსაფრთხოების ან სამართლის სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 3 წელი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე – არანაკლებ 1 წელი.
-სასურველია ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული) – B1 დონე.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    - შესაბამის ველში - კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
ბ) შრომის წიგნაკის ან შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ორგანიზაცია, თანამდებობა, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით).
-კანდიდატმა აუცილებლად უნდა მიუთითოს არანაკლებ 2 (ორი) რეკომენდატორი; 
- კანდიდატმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი;
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ვაკანტურ თანამდებობებზე ჩასატარებელი კონკურსის პროგრამის, პირობები და ეტაპები იხილეთ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე (www.mod.gov.ge).
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობის საფუძველზე განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 3 თვისა
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება