ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 23


ვაკანსიის N 54339     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
გენერალური ინსპექციის ინსპექტირების მთავარი სამმართველოს სამხედრო მიმართულებით ინსპექტირების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი ინსპექტორი
კონკურსის ტიპი
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
კატეგორია
თავდაცვა/უშიშროება/უსაფრთხოება
განცხადების ბოლო ვადა
21.03.2019
თანამდებობრივი სარგო:
1600 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             -საქართველოს კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით,  სამინისტროს სისტემის სუბიექტების ან მათი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ან საქმიანობის ცალკეული მიმართულების (მათ შორის, ფინანსური)  შემოწმების მიზნით ინსპექტირების პროცესის  დაგეგმვა და განხორციელება,  მოწვეულ სპეციალისტთან ერთად;
-ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველ საქმეზე სათანადო რეაგირების მიზნით, მასალების შესაბამის ორგანოში გადაგზავნა;
-სამინისტროს სისტემის  სუბიექტების, მოსამსახურეების მხრიდან შესაძლო მართლსაწინააღმდეგო კავშირების გამოვლენის მიზნით, აგრეთვე მოსამსახურეების მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ ინფორმაციის მოპოვების პროცესის დაგეგმვა და განხორციელება;
-სამინისტროს სისტემის სუბიექტების მოსამსახურეთა და შეიარაღებული ძალების მოსამსახურეთა მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციის მიზნით, შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვისა და  გატარების პროცესში მონაწილეობა;
-ინსპექტირების შედეგების საფუძველზე დასკვნების, რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;
-გეგმიური თემატური ინსპექტირების გეგმა-კალენდრის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
-სამინისტროს სისტემის სუბიექტებში  საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების აღმოფხვრის მიზნით, სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის მდგომარეობის შესწავლა;
-სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო-ტექნიკური საკითხების შესრულება;
-ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში დამატებითი დავალებების შესრულება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

დ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ი) „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი;

კ) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ლ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

მ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, გენერალ გ. კვინიტაძის 20
საკონტაქტო ტელეფონები
2950780
საკონტაქტო პირი
მარიამ მალუძე

დამატებითი მოთხოვნები
                    -უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი).
- თავდაცვის, უსაფრთხოების, სამართლის ან ეკონომიკის  სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წელი.
-სასურველია ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული) – B1 დონე.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    -დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში; 
-შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს.
-აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.

- შესაბამის ველში - კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
ბ) შრომის წიგნაკის ან შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ორგანიზაცია, თანამდებობა, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით).
-კანდიდატმა აუცილებლად უნდა მიუთითოს არანაკლებ 2 (ორი) რეკომენდატორი; 
- კანდიდატმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი;
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ვაკანტურ თანამდებობებზე ჩასატარებელი კონკურსის პროგრამის, პირობები და ეტაპები იხილეთ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე (www.mod.gov.ge)
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობის საფუძველზე განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 3 თვისა.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება