2019/02/24
გაკეთებული განაცხადები: 11
• ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად, სამმართველოში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება; • კომპეტენციის ფარგლებში საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების დაგეგმარებაში მონაწილეობა; • კომპეტენციის ფარგლებში საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით ერთიანი სტრატეგიული მიმართულებების და დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა; • საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის შედგენისა და ნუსხის დამტკიცების მასში ცვლილებების შეტანის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადების პროცედურებში მონაწილეობის მიღება; • საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მდგომარეობის შესახებ, მუნიციპალიტეტებისა და მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად მოწოდებული ინფორმაციების დამუშავებასა და წინადადებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; • კომპეტენციის ფარგლებში საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის ინფრასტრუქტურის განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების დამუშავებასა და წინადადებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულებთან) თანამშრომლობით; • ყოველწლიურად დაგეგმილი საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების ნუსხის/გეგმის დამუშავებასა და წინადადებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულებთან) თანამშრომლობით; • კომპეტენციის ფარგლებში, პროექტების დაგეგმვის ეტაპზე, აუცილებლობის შემთხვევაში, პროექტის საწყისი სოციალური, ეკონომიკური და ფინანსური ანალიზის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, სავარაუდო ეკონომიკური და სოციალური შედეგების შესახებ ინფორმაციის დამუშავებასა და შესაბამისი ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა; • კომპეტენციის ფარგლებში საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშოების განხორციელების მიზანშეწონილობაზე დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულებთან) თანამშრომლობით შესაბამისი წინადადებების მომზადებაში მონაწილეობა; • კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა; • ხელმძღვანელის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება; • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
- საქართველოს კონსტიტუცია; - საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა დაკორუფციის შესახებ“; - საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“; - საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“; - „საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №172 დადგენილება; - „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება; - „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დასრულებული საგზაო სამუშაოების (გარდა მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის) მიღების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №1-1/23 ბრძანება; - ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს N43/ნ ბრძანება.
• საგზაო, საინჟინრო, სამშენებლო, საფინანსო, ეკონომიური, სამართლის ან/და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა-B2 დონე; • სასურველია Arc GIS , HDM-4 პროგრამის ცოდნა. პიროვნული მახასათებლები: • ცოდნა ორგანიზაციის მისიის, საჯარო სამსახურის ეთიკის და საზოგადოებრივი სარგებელის შესახებ; • აქტიური მოსმენის უნარი; • ინფორმაციის შეგროვების უნარი; • მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება / ანალიზის უნარი; • წერილების, ანგარიშების, შეთავაზებების მომზადების უნარი; • გუნდური მუშაობა; • დროის ეფექტიანად მართვა.
კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი); ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერით, (სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მონაცემებს პირის მიერ დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ; აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულ სამუშაო მიმართულებასა და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობას). აუცილებელია კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა (სამოტივაციო წერილში მითითებული უნდა იყოს თანამდებობით დაინტერესების მიზეზი). კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით. საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება საკვალიფიკაციო მოთხოვნებით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულო და ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას; კონკურსანტებს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობებათ აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ან წერილობით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში; კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება მოხდება ქულათა სისტემის საფუძველზე.