ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 23 საათი, 29 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 22


ვაკანსიის N 53863     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
ინფრასტრუქტურის განვითარებისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის სამსახურის დაგეგმარებისა და ექსპლუატაციის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
კატეგორია
საინჟინრო საქმე
განცხადების ბოლო ვადა
23.02.2019
თანამდებობრივი სარგო:
1700 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             • ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად, სამმართველოში შესული კორესპონდენციის განხილვა, საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის მოძიება
და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
• საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების თაობაზე არსებული სხვადასხვა სახის მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება და მიღებული ინფორმაციის გამოყენებით პერსპექტიული გეგმებისა და გზების განვითარების საკითხების დამუშავების პროცედურებში მონაწილეობა;
• საველე სამუშაოებში მონაწილეობა;
• გეოინფორმაციულ GIS სისტემებში, სივრცული თემატური რუკების შექმნაზე მუშაობა;
• სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მომზადება და კომპიუტერული დამუშავება;
• სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დარგში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში მონაწილეობა;
• პროექტების დაგეგმვის ეტაპზე, აუცილებლობის შემთხვევაში, პროექტის საწყისი სოციალური, ეკონომიკური და ფინანსური ანალიზის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, სავარაუდო ეკონომიკური და სოციალური შედეგების შესახებ ინფორმაციის დამუშავებასა და შესაბამისი ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
• კომპეტენციის ფარგლებში საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშოების განხორციელების მიზანშეწონილობაზე დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულებთან) თანამშრომლობით შესაბამისი წინადადებების მომზადება;
• ხელმძღვანელის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება;
• საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა დაკორუფციის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“;
- „საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10
ივლისის №172 დადგენილება;
- „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;
- „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დასრულებული საგზაო სამუშაოების (გარდა მშენებლობის, მოდერნიზაციისა და
რეკონსტრუქციის) მიღების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №1-1/23 ბრძანება;
- ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს N43/ნ ბრძანება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office Access            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ალ. ყაზბეგის გამზირი N12
საკონტაქტო ტელეფონები
591217744

დამატებითი მოთხოვნები
                    •  საგზაო, საინჟინრო, სამშენებლო, საფინანსო, ეკონომიური, სამართლის ან/და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
•  სასურველია ინგლისური ენის ცოდნა-B2 დონე;
•  სასურველია Arc GIS , HDM-4 პროგრამის ცოდნა.

 პიროვნული მახასათებლები:
•  წერილების, ანგარიშების, შეთავაზებების მომზადების უნარი;
•  ინფორმაციის შეგროვების უნარი;
•  სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
•  მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება/ანალიზის უნარი;
•  ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი; 
•  ხარისხობრივი მონაცემების დამუშავების უნარი;
•  შედეგზე ორიენტაცია;
•  დროის ეფექტიანი მართვა;
•  გუნდური მუშაობა.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);

ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერით, (სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მონაცემებს პირის მიერ დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ; აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულ სამუშაო მიმართულებასა და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობას).

აუცილებელია კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა (სამოტივაციო წერილში მითითებული უნდა იყოს თანამდებობით დაინტერესების მიზეზი).
კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.

საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება საკვალიფიკაციო მოთხოვნებით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულო და ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას;

კონკურსანტებს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობებათ აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ან წერილობით.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში;
კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამოხდება ქულათა სისტემის საფუძველზე.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება