ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 20 საათი, 31 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 2


ვაკანსიის N 53406     

პოზიციის დასახელება
სკოლის ექიმი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - ქალაქ რუსთავის N13 საჯარო სკოლა
კატეგორია
განათლება/სწავლება
განცხადების ბოლო ვადა
24.01.2019
თანამდებობრივი სარგო:
395 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
რუსთავი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             •	პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას (სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ადგილზე მისვლამდე);
•	ჯანმრთელობის ხელშეწყობის/უზრუნველყოფის აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
•	ჯანმრთელობის შესაძლო საფრთხეებზე ადეკვატური რეაგირება;
•	მშობლების, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ინფორმირება ჯანმრთელობის დაცვასა და დაავადებების პრევენციასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ;
•	სკოლის სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზრუნვა.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
დიპლომირებული სპეციალისტი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
პროფესია
ექიმი


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office Word            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       A1       A1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი N47ა
საკონტაქტო ტელეფონები
(0341) 27 56 00
საკონტაქტო პირი
ლელა ქურდაძე

დამატებითი მოთხოვნები
                    1.კანდიდატისადმი სავალდებულო მოთხოვნები:
ა) დამთავრებული ჰქონდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მედიცინის ფაკულტეტი; 
ბ) ჰქონდეს სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობებში - „საოჯახო მედიცინა“ „პედიატრია“ ან ,,თერაპევტი’’ და სხვა.

2. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით მოთხოვნებს:
ა) გააჩნდეს ბოლო 10 წლის განმავლობაში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი;
ბ) ჰქონდეს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება; 
გ) სასურველია ცხოვრობდეს (ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლის) ადმინისტრაციულ საზღვრებში; 
დ) მონაწილეობდეს უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში (უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამები, კონფერენციები და სხვ. (საექიმო სპეციალობის ფარგლებში). 
ე) თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებიც არ არიან დასაქმებულნი სხვაგან და/ან ფლობენ სახელმწიფო სერტიფიკატს ორ სპეციალობაში (მაგ. „საოჯახო მედიცინა“ „პედიატრია“ ,,თერაპევტი’ და სხვა’).
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობის მიზნით კანდიდატის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი;
ბ) საექიმო სპეციალობაში/სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლ(ებ)ი;
გ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
დ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობას (მოწმობები, სერტიფიკატები და სხვ.), ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) დასაქმებული კანდიდატების შემთხვევაში ცნობა სამუშაო ადგილიდან (სამუშაო გარაფიკისა და შესაბამისი საათობრივი დატვირთვის მითითებით);
ვ) სამოტივაციო წერილი, სადაც კანდიდატის მიერ ნათლად იქნება წარმოჩენილი, თუ რატომ სურს სკოლის ექიმის თანამდებობაზე დასაქმება;

პირველ ეტაპზე მოხდება საბუთების გადარჩევა; მეორე ეტაპი კი იქნება შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება. 
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                განცხადების გადარჩევა
გასაუბრება
                

საწყის გვერდზე დაბრუნება