ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

4 დღე, 21 საათი, 23 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 95


ვაკანსიის N 53373     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
დავების განხილვის სამსახურის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო და საგადასახადო სფეროში; უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საბიუჯეტო და საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს; კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ეკონომიკური დანაშაულის სფეროში პრევენციულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას და აწარმოებს გამოძიებას; უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის ეფექტიანი პოლიტიკის გატარებას; ახორციელებს სათამაშო ბიზნესის სახელმწიფოებრივ რეგულირებას; უზრუნველყოფს საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს სახელმწიფო ზედამხედველობას.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.mof.ge

                    
კატეგორია
საგადასახადო
განცხადების ბოლო ვადა
27.01.2019
თანამდებობრივი სარგო:
1400 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             •	საჩივრის დასაშვებობის შემოწმება - შეიცავს თუ არა საჩივარი ხარვეზს, ხარვეზის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი შეტყობინების მომზადება და გაგზავნა;
•	მომჩივნის და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტების შესწავლა და ანალიზი, დავების განხილვის საბჭოსთვის საჩივრის თაობაზე ინფორმაციის მომზადების მიზნით ადმინისტრაციული ორგანოებიდან ან/და მომჩივნისგან საჭიროების შემთხვევაში დამატებითი მტკიცებულებების/ინფორმაციის გამოთხოვა;
•	დავების განხილვის საბჭოსთვის საჩივრის თაობაზე ინფორმაციის მომზადება, რაც უნდა შეიცავდეს საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებულ მონაცემებს; 
•	საჩივრის განხილვის მოსამზადებელ შეხვედრაში მონაწილეობა;
•	საჩივრის ზეპირი განხილვისას საჩივრის თაობაზე მოხსენების გაკეთება.   საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაფორმება, სადაც აისახება საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებული მონაცემები; 
•	საგადასახადო კოდექსით, რეგლამენტით, სამსახურის დებულებით  გათვალისწინებული და საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება (მათ შორის, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებების გამოსაქვეყნებლად მოზადება); 
•	საჩივრების ნაწილში გადასახადების აღრიცხვის საინფორმაციო სისტემის (Oracle) მართვა, მათ შორის მომჩივნის და საჩივრის შესახებ მონაცემების ასახვა სისტემაში, საჩივრის სტატუსის განახლება; 
•	მომჩივნებთან, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებთან და მესამე პირებთან ურთიერთობა, საჩივრის ზეპირი განხილვის თაობაზე მომჩივნისთვის ინფორმაციის მიწოდება;
•	მიღებული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
•	საქმისწარმოებასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში, თითოეულ საჩივართან დაკავშირებული საქმის მასალების ორგანიზება შემდგომი აკინძვის მიზნით;
•	ხელმძღვანელის დავალებით დამატებითი ფუნქციების შესრულება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
პროფესია
იურიდიული ან ეკონომიკური
საკონკურსო თემატიკა
                    

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; 

საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

საქართველოს საგადასახადო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილება „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“

(სამართლებრივი აქტების ცოდნის დონე შემოწმდება წერითი  დავალების ეტაპზე).


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ.№16
საკონტაქტო ტელეფონები
2 26 15 47
საკონტაქტო პირი
თამილა ფოლადიშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებას);

საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) ცოდნა.

შემდეგი უნარ-ჩვევები:
o	გუნდური მუშაობის უნარი 
o	კრიტიკული აზროვნების უნარი
o	ადაპტაციის უნარი
o	ანალიზის უნარი
o	დროის მართვის უნარი
o	ორგანიზების უნარი
o	დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
o	მონაცემთა ანალიზის უნარი
o	ინფორმაციის შეგროვების უნარი
o	დეტალებზე ორიენტირებულობა

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, ღია კონკურსის გამოცხადების დღიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, გაიაროთ რეგისტრაცია და გამოაგზავნოთ განცხადება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე: http://www.hr.gov.ge. 

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
•	უმაღლესი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
•	შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი.
•	სამოტივაციო წერილი.

ღია კონკურსი მოიცავს შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
1. განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა (კანდიდატის შეფასების პირველ ეტაპზე - წერითი დავალება (ტესტირება სამართლებრივი აქტების ცოდნის დონის დადგენის მიზნით) - გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ ფორმით განსაზღვრულ მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას).
2. კანდიდატის შეფასება, რომელიც მოიცავს:
2.1. წერითი დავალება (ტესტირება სამართლებრივი აქტების ცოდნის დონის დადგენის მიზნით)) - კანდიდატის შეფასების ბოლო ეტაპზე (გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან) გადავა ის კანდიტატი, რომელიც გადალახავს შესაბამისი ტესტის მაქსიმალურ ქულათა 75%-იან ზღვარს.
2.2. გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან, კერძოდ, საკონკურსო კომისიასთან გასაუბრებისას, კომისიის მიერ შეფასდება კანდიდატების მიზნები, ხედვები, მოტივაცია, სამინისტროს სტრუქტურისა და საქმიანობის ცოდნა. გასაუბრება ასევე მოიცავს კითხვებს შესაბამისი კანონმდებლობიდან. შეფასებისას თითოეულ კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე. კომისიის მიერ გამარჯვებულად გამოვლინდება კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს (კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში გასაუბრების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდება გასაუბრების აუდიო და ვიდეო ჩაწერა). 
3. კონკურსის შედეგების გამოცხადება (საკონკურსო კომისია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა თითოეულ კანდიდატს ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობებს მის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას).

ღია კონკურსის შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
  
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პირი მოხელედ არ მიიღება, თუ:
 ა)     იგი ნასამართლევია განზრახი  დანაშაულისათვის;
 ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისათვის და დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული;
 გ) მან სამსახურში მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
 დ) მას სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
 ე) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატი ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 8 აპრილი.
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება  მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე  დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.

                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება