ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 6 საათი, 27 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 9


ვაკანსიის N 53022     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სიღნაღის რაიონული სასამართლო
კატეგორია
საქმისწარმოება
განცხადების ბოლო ვადა
18.12.2018
თანამდებობრივი სარგო:
850 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
დედოფლისწყარო
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             - სასამართლოში შემოსული მასალების ფორმალური გამართულობის შემოწმება; 
- სასამართლოში შემოსული სარჩელების და სხვა მასალების ელექტრონული რეგისტრაცია და დასკანერება; 
- რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობის გაცემა; 
- სასამართლოში შემოსული მასალების შესაბამის ჟურნალებში აღრიცხვა, სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება და ელექტრონული საქმის წარმოების და ავტომატური განაწილების პროგრამაში მონაცემების შეყვანა; 
- ელექტრონული სისტემით განაწილებული საქმეების შესაბამისი თანამდებობის პირისათვის დაუყოვნებლივ გადაცემა; 
- სასამართლოში მოსული მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდება; 
- კორესპონდენციაზე პასუხების მომზადება;
- სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
- გზავნილების რეგისტრაცია და გაგზავნა; 
- პირველადი სტატისტიკური მონაცემების დამუშავება; 
- გასაჩივრებული საქმეების შემოწმება და გაგზავნა ზემდგომის ინსტანციის სასამართოში;
- ხელმძღვანელის კანონიერი მითითებების შესრულება;

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
პროფესია
იურისტი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული  საპროცესო კანონმდებლობა;

გ)„საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;

დ)„რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის #466 ბრძანებულება;

ე)„საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის #1/310 გადაწყვეტილება.

ვ) „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 01 მაისის N1/56 გადაწყვეტილება;

 


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ.სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. N15
საკონტაქტო ტელეფონები
0355231251, 595088784
საკონტაქტო პირი
ეკატერინე ხატიაშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    - სასურველია იურიდიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 1  წლის გამოცდილება;
- კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Ms. Word, Ms. Excel);
- სასურველია ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა;

-	გუნდური მუშობა;
-	დამოუკიდებელი მუშობის უნარი;
-	ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
-	საკუთარი საქმის დაგეგმვის უნარი;
-	დროის ეფექტიანი მართვა;
-	ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;


                    

დამატებითი ინფორმაცია
                    - „ჩემი რეზიუმეს” შესაბამის ბლოკში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს: 
1. უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ან ცნობა); 
2. არანაკლებ 1 წლის მუშაობის დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული (ბეჭდით დამოწმებული) დოკუმენტი;
3. იურიდიულ სფეროში  არანაკლებ 1 წლის მუშაობის დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული (ბეჭდით დამოწმებული) დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში. 

- კონკურსის მეორე ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი რომელიც განაცხადის (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს; - კანდიდატთან დაკავშირება მოხდება მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. 
- კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ იგი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ან არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია.
- კონკურსს ჩაატარებს სიღნაღის რაიონული სასამართლოს საკონკურსო კომისია (მის: ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15). 

კონკურსანტების საყურადღებოდ! 
- მოხელის სტატუსის არმქონე პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს. 
- კონკურსის მეორე ეტაპზე (კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში) განხორციელდება გასაუბრების აუდიოჩაწერა. 
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში. 
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება