ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

3 დღე, 6 საათი, 36 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 32


ვაკანსიის N 53021     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
ფასიანი ქაღალდების ბაზრის დეპარტამენტში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს ეროვნული ბანკი
კატეგორია
ფინანსები
განცხადების ბოლო ვადა
20.12.2018
თანამდებობრივი სარგო:
3729 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             •	საზედამხედველო სუბიექტების შეფასება,  რისკების ანალიზი,  და შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებების მომზადება და გატარება;
•	საზედამხედველო სუბიექტების ადგილზე ინსპექტირების დაგეგმვა და შემოწმება, შემოწმების ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება;
•	საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის და დაკავშირებული ევროდირექტივების შესწავლა/ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივ დონეზე მოცემული პრაქტიკის დანერგვა/გაზიარება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

საკანონმდებლო ბაზა: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონმდებლობისა და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტები,   საქართველოს ეროვნული ბანკის  მარეგულირებელი წესები და ინსტრუქციები;



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B2       B2
რუსული       B1       B1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, სანაპიროს ქ.#2
საკონტაქტო ტელეფონები
2406199
საკონტაქტო პირი
გვანცა ცქიტიშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    •	უმაღლესი განათლება სასურველია ეკონომიკურ, ფინანსურ ან იურიდიულ სფეროში;
•	 საფინანსო სფეროში მუშაობის 2 წლის გამოცდილება;  

სასურველია:
•	სასურველია რეგულირების სფეროში გამოცდილება;

კომპეტენციები
•	შიდა კომუნიკაციის დაგეგმვა და წარმართვა; 
•	მოლაპარაკებების წარმართვა; იდეების დასაბუთება, დარწმუნება; 
•	პრეზენტაციის მომზადება, ჩატარება; 
•	წერილების, ანგარიშების, შეთავაზებების მომზადება; 
•	ცვლილებების ინიცირება და მართვა; 
•	კრიტიკული აზროვნება; 
•	შედეგზე ორიენტაცია; 
•	მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტურობა.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    ფასიანი ქაღალდების ბაზრის დეპარტამენტის ამოცანაა:  საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტორთა ინტერესების დაცვა, ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობის ღიაობის უზრუნველყოფა, ვაჭრობის სამართლიანი წესებისა და თავისუფალი კონკურენციის დამკვიდრება.

სამუშაოს სპეციფიკა:  პოზიცია მოიცავს დინამიურ და მრავალმხრივ სამუშაოს საინტერესო და ძლიერი პროფესიონალების გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს სრულად წარმოაჩინოს და განავითაროს თავისი შესაძლებლობები, მათ შორის შიდა და ორგანიზაციის გარეთ ტრენინგების მეშვეობით. 

1. დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში; 
2. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს; 
3. „დამატებითი დოკუმენტაცია“ ბლოკში კანდიდატმა უნდა ატვირთოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში. 
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, აპლიკაციების მიღების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 თვისა
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება