ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

3 დღე, 8 საათი, 23 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 6


ვაკანსიის N 52992     

პოზიციის დასახელება
სკოლის ექიმი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - ქალაქ ბათუმის N14 საჯარო სკოლა
კატეგორია
ჯანდაცვა
განცხადების ბოლო ვადა
20.12.2018
თანამდებობრივი სარგო:
395 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ბათუმი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
1 თვე

ფუნქციები
                             1.	მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და მშობლების ინფორმირება/რეკომენდაციის გაცემა;
2.	იმუნიზაციის შესაბამისი ღონისძიებების ხელშეწყობა;
3.	სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი განვითარების დარღვევების გამოვლენის შემდგომი რეაგირების ხელსეწყობა და მონიტორინგი;
4.	ბავშვებსა და მოზარდებში ისეთი სიმპტომებისა და სინდრომების გამოვლენა, რომლებიც მოითხოვს პირველად და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას;
5.	სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მოსვლამდე პირველადი და გადაუდებელი დახმარების გაწევა ტრავმის, დამწვრობის, ასპირაციის, მოტეხილობის, ჭრილობის, რესპირაციული დისტრესის, შოკის, კომის, კრუნჩხვის, ცხელების, ფსიქიკური დარღვევების, ტკივილის და სხვათა დროს;
6.	სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის დროული გამოძახება (საჭიროების შემთხვევაში); 
7.	მოსწავლეთა შესახებ სკოლაში წარმოდგენილი სპეციალური სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და შესაბამისი ინფორმაციის შეტანა კომპიუტერში;
8.	ქრონიკული დაავადებების (მაგალითად, სქოლიოზი, მხედველობის დარღვევები და სხვა) გამოვლენის შემთხვევაში ექიმის მიერ დასმული დიაგნოზის შესაბამისი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
9.	ინფექციური დაავადებების პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
10.	სკოლაში შემსვლელთა და მოსწავლეთა აცრების კალენდრის შესწავლა და მშობლის/მეურვის ინფორმირების საშუალებით იმუნიზაციის პროგრამებში მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობა, მათთვის რეკომენდაციების მიცემა;
11.	ახდენს მოსწავლეთა ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის კომპიუტერში შეტანას; 
12.	გეგმიური და ეპიდსაწინააღმდეგო სანიტარიულ-ჰიგიენური და პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
13.	სკოლაში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზედამხედველობა;
14.	სასკოლო კვების სტანდარტთან გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
15.	მოსწავლეთა, სკოლის პერსონალის და მშობელთა/მეურვის სამედიცინო-პროფილაქტიკური განათლება (ჰიგიენის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ცხოვრების ჯანსაღი წესის და სხვ. შესახებ მოსწავლეებთან საუბარს ექიმი აწარმოებს როგორც სადამრიგებლო საათის ფარგლებში, ისე ინდივიდუალურად);
16.	ბავშვებზე ძალადობის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო სტრუქტურების ინფორმირება;
17.	სკოლის დღის რეჟიმის შედგენაში მონაწილეობა;
18.	მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლის დირექციისა და დამრიგებლისათვის რეკომენდაციის მიცემა მოსწავლის საგაკვეთილო პროცესიდან დროებით გათავისუფლების შესახებ.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
პროფესია
ექიმი


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            დამაკმაყოფილებელი
Microsoft Office Excel            დამაკმაყოფილებელი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ბათუმი,ინასარიძის ქ.N11
საკონტაქტო ტელეფონები
558578702
საკონტაქტო პირი
ნათია სარიშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    ა) ჰქონდეს სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობებში - „საოჯახო მედიცინა“ „პედიატრია“ ან ,,თერაპევტი’’ და სხვა.
ბ) იცოდეს სახელმწიფო ენა.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: 
1. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი; 
2. საექიმო სპეციალობაში/სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლ(ებ)ი; 
3. სამოტივაციო წერილი, სადაც კანდიდატის მიერ ნათლად იქნება წარმოჩენილი, თუ რატომ სურს სკოლის ექიმის თანამდებობაზე დასაქმება.
4. თუ საკონკურსო კომისიამ ვერ შეარჩია ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისი კანდიდატი, კომისიამ შესაძლებელია აიყვანოს პირი, უმაღლესი განათლებით, ექიმის კვალიფიკაციით, საექიმო სპეციალობაში/სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, გამონაკლისის სახით
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, აპლიკაციების მიღების ვადის ამოწურვიდან 3 (სამი) დღის განმავლობაში
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება