ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 17


ვაკანსიის N 52809     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
შიდა აუდიტის სამსახურის შიდა აუდიტის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია
აუდიტი
განცხადების ბოლო ვადა
28.11.2018
თანამდებობრივი სარგო:
1300 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
მარნეული
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             დაწესებულების სისტემაში ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, შიდა აუდიტის განხორციელება;
დაწესებულების სისტემის საქმიანობის გაუმჯობესებისა და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა;
დაწესებულების სისტემის ფუნქციონირებისა და მართვის პოცედურების ეფექტიანობის, პროდუქტიულობის, ეკონომიურობის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
დაწესებულების სისტემის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;
განხორციელებული შიდა აუდიტის შედეგად, შიდა აუდიტორული აგარიშის მომზადებაში მონაწილეობა ასევე, დავალების შესრულების პროცესში, ოპტიმალური ვარიანტების შერჩევა და კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმების გზით;
შიდა აუდიტორული შემოწმების დაგეგმვა, განხორციელება და ანგარიშგება ეთოკის კოდექსის და მეთოდოლოგიის შესაბამისად; აუდიტორული შემოწმების ფარგლებში აუდიტის ობიექტის წინაშე არსებული რისკების იდენთიფიცირება, მათი მართვის პროცესის ანალიზი და შეფასება, რისკის მართვის, კონტროლის და მართვის სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესების გზების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესაბამისად სხვადასხვა დოკუმენტების, წარმოების მასალების, პროექტების, პროდუქტების შემუშავება, ანალიზი და შესაბამისი დასკვნების მომზადება და მომზადებულ დასკვნებზე ხელის მოწერა. 
აუდიტორული შემოწმების პროცესში მტკიცებულებების მოძიება, დოკუმენტირება, ინტერვიუების ჩატარება, კითხვარებისა და სამუშაო დოკუმენტების შემუშავება, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება;
II რგოლის სტრუქტურული ერთეულის უფროსის შეცვლა და ხელის შეწყობა საქმიანობაში ორგანიზებასა და მართვაში;
კონკრეტული სამუშაო ჯგუფის ზედამხედველობის უფლებამოსილება და უმნიშვნელო მენეჯერული ფუნქციების შესრულება დაკისრებული  მოვალეობიდან გამომდინარე;
შემუშავებულ და გაცემულ რეკომენდაციათა შემდგომი შესრულების მონიტორინგი;
სახელმწიფო პროგრამების შედგენის, საინვესტიციო, ფინანსური, ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენების, მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ანალიზი და შეფასება;
საბიუჯეტო სახსრების გამოყენების, შესყიდვების პროცედურის განხორციელების და ხელშეკრულების შესწავლა და შედასება;
ფინანსური მართვის და კონტროლის სისტემის დაწესებულების სისტემის მიზნებთან თანხვედრისა და შესაბამისობის ანალიზი, მათი ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება;

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
პროფესია
იურისტი/ფინანსისტი/ეკონომისტი
საკონკურსო თემატიკა
                    
  •  საქართველოს კონსტიტუცია;
  •  ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”;
  •  საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”;
  •  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
  •  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები);
  • „მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №18  დადგენილება;
  • „მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №45 დადგენილება;
  •  საქართველოს კანონი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ";
  •  საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი";
  •  საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ;
  •  საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“;
  •  საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი".


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. მარნეული, რუსთაველის ქუჩა №73
საკონტაქტო ტელეფონები
591609858; 591329282;
საკონტაქტო პირი
ჯემალი დეკანოიძე; ინგა აბრამიშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    სავალდებულოა ეკონომიკის/იურიდიულ/ფინანსურ სფეროში/აუდიტის სფეროში/დარგში – 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

-ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
-ცვლილებების ინიციირებისა და მართვის უნარი;
-დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპლექსური აზროვნება;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; 
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული);
გ) სამოტივაციო წერილი.
2. კანდიდატი ვერ გადავა შემდეგ ეტაპზე, თუ მის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ასევე იმ შემთხვევაში თუ არასრულყოფილი/გაურკვეველი ფორმით იქნება ატვირთული. დოკუმენტაცია ატვირთული უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). 
3. კონკურსის ეტაპების ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაცია კონკურსანტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებული ელ. ფოსტის მისამართზე ან საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე.
4. კონკურსის ეტაპის დასრულებისა და შესაბამისი შედეგების თაობაზე ინფორმაცია კონკურსანტებს მიეწოდებათ, მათ მიერ მითითებული ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება