ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 19


ვაკანსიის N 52805     

თანამდებობის დასახელება
მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებისა და წარმომადგენლის ასისტენტების განყოფილების მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია
კოორდინაცია
განცხადების ბოლო ვადა
28.11.2018
თანამდებობრივი სარგო:
750 ლარი
ადგილების რაოდენობა
4
სამსახურის ადგილმდებარეობა
მარნეული
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის თვითმმართველ ერთეულთან კავშირის უზრუნველყოფა;
• მოსახლეობისათვის ინფორმაციას მიწოდება მუნიციპალური პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ;
• ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის, ისტორიული ძეგლების მდგომარეობის ზედამხედველობა და შესაბამის ორგანოებისათვის ინფორმაციის წარდგენა;
• მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო - პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში მონაწილეობის მიღება;
• საქმისწარმოება კომპეტენციის ფარგლებში;
• მუნიციპალური ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ზედამხედველობა;
• ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემების შესახებ ანგარიშების მომზადება;
•ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით დასახლებების საერთო კრებების ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;
•ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლისათვის მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა;
• უშუალო ხელმძღვანელის მიერ მასზედ დაკისრებული დავალებების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
სრული ზოგადი განათლება
საკონკურსო თემატიკა
                    
  •  საქართველოს კონსტიტუცია;
  •  ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”;
  •  საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”;
  •  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
  •  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები);


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. მარნეული, რუსთაველის ქუჩა №73
საკონტაქტო ტელეფონები
591609858; 591329282;
საკონტაქტო პირი
ჯემალი დეკანოიძე; ინგა აბრამიშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    გუნდური მუშაობა;
- დეტალებზე ორიენტირება;
- კომუნიკაცია მოქალაქეებთან.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ასლი;
ბ) სამოტივაციო წერილი.
2. კანდიდატი ვერ გადავა შემდეგ ეტაპზე, თუ მის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ასევე იმ შემთხვევაში თუ არასრულყოფილი/გაურკვეველი ფორმით იქნება ატვირთული. დოკუმენტაცია ატვირთული უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). 
3 კონკურსის ეტაპების ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაცია ეცნობებათ მათ მიერ მითითებული ელ. ფოსტის მისამართზე ან საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე.
4. კონკურსის თითოეული ეტაპის დასრულებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება მათ მიერ განცხადებაში (აპლიკაციებში) მითითებული ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება