ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 13


ვაკანსიის N 52803     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
საფინასო-საბიუჯეტო სამსახურის შესყიდვების განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია
შესყიდვები
განცხადების ბოლო ვადა
28.11.2018
თანამდებობრივი სარგო:
1100 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
მარნეული
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             შესყიდვების გეგმის მიხედვით ელექტრონული შესყიდვების პროცედურების განხორციელება; შესასყიდი ობიექტის ფასებისა და სხვა პირობების დადგენისათვის დადგენილი წესით ბაზრის მოკვლევის უზრუნველყოფა;  ბაზრის კვლევის შედეგების ანალიზის წარმოება;  სატენდერო დოკუმენტაციის პროექტის შედგენა, დასამტკიცებლად სატენდერო კომისიისათვის წარდგენა;  სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და მათი შესყიდვების ერთიან  ელ. სისტემაში განთავსება;  ელექტრონული პროცედურების შედეგად გამარჯვებულ პრედენდენტთან ხელშეკრულების       მომზადება და გაფორმებული დოკუმენტების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსება. გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმება;
 მარნეულის მუნიციპალიტეტის - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (მისამართი: www.procurement.gov.ge) განთავსებულ სახელმწიფო შესყიდვების პორტალში არსებული ინფორმაციის ანალიზის გაკეთება; ყოველდღიური ანგარიშების მომზადება და ელ. სისტემაში განთავსება;
უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
პროფესია
ეკონომისტი/იურისიტი/ფინანსისტი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”;
  • საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”;
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები);
  • საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ";
  • საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"; 


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. მარნეული, რუსთაველის ქუჩა №73
საკონტაქტო ტელეფონები
591609858; 591 329282;
საკონტაქტო პირი
ჯემალი დეკანოიძე; ინგა აბრამიშვილი;

დამატებითი მოთხოვნები
                    -გუნდური მუშაობის უნარი;
-დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
-ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
-საკუთარი საქმის დაგეგმვისა  უნარი;
-დროის ეფექტიანი მართვა;
-ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ასლი;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) სამოტივაციო წერილი.
2. კანდიდატი ვერ გადავა შემდეგ ეტაპზე, თუ მის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ასევე იმ შემთხვევაში თუ არასრულყოფილი/გაურკვეველი ფორმით იქნება ატვირთული. დოკუმენტაცია ატვირთული უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). 
3. კონკურსის ეტაპების ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაცია ეცნობებათ მათ მიერ მითითებული ელ. ფოსტის მისამართზე ან საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე.
4. კონკურსის თითოეული ეტაპის დასრულებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება მათ მიერ განცხადებაში (აპლიკაციებში) მითითებული ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება