ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 20 საათი, 56 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 9


ვაკანსიის N 52686     

პოზიციის დასახელება
კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის (დეპარტამენტი) საინჟინრო ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
ორგანიზაციის შესახებ
                    სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო” 2004 წლის 4 ნოემბერს ჩამოყალიბდა. ექსპერტიზის ბიურო წარმოადგენს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მისი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული დებულებით და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.

ბიუროს მომსახურებით სარგებლობენ, როგორც სახელმწიფო და საბიუჯეტო ორგანიზაციები, ასევე კერძო სტრუქტურები, კომერციული და არაკომერციული დაწესებულებები და სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირები.

ბიუროში მოქმედებს საექსპერტო მომსახურების ფიქსირებული გადასახადი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.
                    
კატეგორია
ექსპერტიზა
განცხადების ბოლო ვადა
17.11.2018
თანამდებობრივი სარგო:
1700 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             •	შენობა ნაგებობების სახარჯთაღრიცხვო (საბალანსო) ღირებულებების დადგენა;
•	შესრულებული ან შესასრულებელი სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაობების მოცულობების და ღირებულებების დადგენა;
•	მშენებლობის შესაბამისობის დაგდენა მოქმედ ტექნიკურ ნორმებთან და ნორმატიულ აქტებთან მიმართებაში;
•	შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის დადგენა;
•	სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
•	სხვა სახის საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება;
•	საკონსულტაციო მომსახურება სამოქალაქო მშენებლობაში;
•	საექსპერტო დასკვნის შედგენა/მომზადება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
პროფესია
ინჟინერ-მშენებელი
საკონკურსო თემატიკა
                    

კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის დებულება (http://www.expertiza.gov.ge/source/pdf/sainjinros%20da%20zavrievis%20axali%20debuleba.pdf)



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            ძალიან კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
რუსული       B1       B1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, ჭავჭავაძის 84
საკონტაქტო ტელეფონები
2258484
საკონტაქტო პირი
ნინო დავლიანიძე

დამატებითი მოთხოვნები
                    •	საინჟინრო-სამშენებლო სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
•	არხიკადის ან ავტოკადის ცოდნა;
•	სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
•	კომუნიკაბელურობა;
•	სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
•	გუნდური მუშაობის უნარი;
•	სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
•	პასუხისმგელობის გრძნობა.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა განაცხადი უნდა შეავსონ საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებგვერდზე: http://www.hr.gov.ge -ზე მითითებული ვადის ჩათვლით; 
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს უნდა ატვირთონ განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი და შეავსონ სამოტივაციო წერილის გრაფა; 
კონკურსის მეორე ეტაპზე - გასაუბრებაზე, მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციების) გადარჩევის საფუძველზე, დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; კონკურსის ჩატარების დროის, თარიღის და ადგილის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით. 
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს აპლიკაციის ვადის ამოწურვიდან 1 თვის განმავლობაში; კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემის საფუძველზე.

                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება