ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 21 საათი, 3 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 9


ვაკანსიის N 52685     

პოზიციის დასახელება
კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის (დეპარტამენტი) ნორმატიული, ტექნიკური და ექსპერიმენტალური კვლევების სამმართველოს სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
ორგანიზაციის შესახებ
                    სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო” 2004 წლის 4 ნოემბერს ჩამოყალიბდა. ექსპერტიზის ბიურო წარმოადგენს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მისი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული დებულებით და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.

ბიუროს მომსახურებით სარგებლობენ, როგორც სახელმწიფო და საბიუჯეტო ორგანიზაციები, ასევე კერძო სტრუქტურები, კომერციული და არაკომერციული დაწესებულებები და სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირები.

ბიუროში მოქმედებს საექსპერტო მომსახურების ფიქსირებული გადასახადი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.
                    
კატეგორია
ექსპერტიზა
განცხადების ბოლო ვადა
17.11.2018
თანამდებობრივი სარგო:
1200 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             ექსპერტის მეთვალყურეობის ქვეშ სამშენებლო მასალების და ნაკეთობების კვლევა მათი ფიზიკურ-მექანიკური თვისებების დადგენის მიზნით;
ექსპერტის მეთვალყურეობის ქვეშ სამშენებლო მასალების და ნაკეთობების ლაბორატორიაში, ლაბორატორიულ სამუშაოებთან დაკავშირებული ყველა საჭირო მანიპულაციის ჩატარება;
ექსპერტის მეთვალყურეობის ქვეშ კომპეტენციის სფეროში სამშენებლო მასალების და პროდუქციის ნიმუშების აღება მათი თვისებების ლაბორატორიული კვლევისათვის.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
პროფესია
ინჟინერ-მშენებელი
საკონკურსო თემატიკა
                    

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულება http://www.expertiza.gov.ge/page.html?page=acts&item=2136

კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის დებულება http://www.expertiza.gov.ge/source/pdf/sainjinros%20da%20zavrievis%20axali%20debuleba.pdf



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            ძალიან კარგი
Microsoft Office Excel            დამაკმაყოფილებელი
Microsoft Office PowerPoint            დამაკმაყოფილებელი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
რუსული       B1       B2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, ჭავჭავაძის 84
საკონტაქტო ტელეფონები
2258484
საკონტაქტო პირი
ნინო დავლიანიძე

დამატებითი მოთხოვნები
                    სამშენებლო საინჟინრო სფეროში 2 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საშენი მასალების გამოცდის ლაბორატორიაში მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
კომუნიკაბელურობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
პასუხისმგებლობის გრძნობა.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა განაცხადი უნდა შეავსონ საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებგვერდზე: http://www.hr.gov.ge -ზე მითითებული ვადის ჩათვლით; 
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს უნდა ატვირთონ განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი და შეავსონ სამოტივაციო წერილის გრაფა; 
კონკურსის მეორე ეტაპზე - გასაუბრებაზე, მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციების) გადარჩევის საფუძველზე, დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; კონკურსის ჩატარების დროის, თარიღის და ადგილის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით. 
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს აპლიკაციის ვადის ამოწურვიდან 1 თვის განმავლობაში; კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემის საფუძველზე.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება