ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 21 საათი, 10 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 16


ვაკანსიის N 52684     

პოზიციის დასახელება
მონაცემთა ხარისხის მართვის სამსახურის მონაცემთა ბაზის ანალიტიკოსი
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
კატეგორია
ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT)
განცხადების ბოლო ვადა
17.11.2018
თანამდებობრივი სარგო:
2800 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             •       სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს რელაციურ მონაცემთა ბაზებსა და მეგამონაცემების (Big Data) ტექნოლოგიაზე (Apache Hadoop) დაფუძნებულ ანალიტიკურ სისტემაში განთავსებულ მონაცემთა ანალიზი;
•	ანალიტიკურ სისტემაში ჩატვირთულ მონაცემებზე დაფუძნებით ანგარიშგებისათვის საჭირო ხედების (ცხრილების) მომზადება და მათი სისწორის შემოწმება;
•	ანალიტიკურ სისტემაში არსებული და ახლად ჩატვირთული მონაცემების გაწმენდა, დამუშავება, ხარისხის მონიტორინგი; 
•	ანალიტიკური სისტემის საცნობარო ინფორმაციის მართვა; 
•	სისტემაში არსებული ისტორიული მონაცემების მართვა და ისტორიულ მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზის წარმოება;
•	სტატისტიკური ან/და ანალიტიკური ანგარიშების შექმნა და გამოქვეყნება სააგენტოში არსებული ანალიტიკური ხელსაწყოების გამოყენებით.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
2 წელი


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
MS SQL Server            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B1       B1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2
საკონტაქტო ტელეფონები
2401010 (3618)

დამატებითი მოთხოვნები
                    აუცილებელია:

•      MS SQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
•	მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

სასურველია:

•	უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების/კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით;
•	პროგრამირების გამოცდილება Java ან Python პროგრამირების ენებში;
•	Apache Hadoop-ზე დაფუძნებული მეგამონაცემების (Big Data) ეკოსისტემასთან (Spark, Hive, Tez, Pig) მუშაობის გამოცდილება;
•	ანალიტიკურ ხელსაწყოებთან (Tableau, Qlik ან მსგავსი) მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

•	პასუხისმგებლობის გრძნობა;
•	ორგანიზებულობა;
•	დეტალებზე ორიენტირებულობა;
•	პუნქტუალურობა; 
•	კრიტიკული აზროვნების უნარი;
•	ანალიტიკური აზროვნების უნარი;
•	დროის მართვის უნარი;
•	გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
•	დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    •	კანდიდატი, საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მისაღებად, შეირჩევა გამარტივებული კონკურსის საფუძველზე;
•	აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადის გაკეთების დროს ატვირთონ და გამოაგზავნონ: უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი, ასევე, შესაბამის ველში მიუთითონ სულ მცირე 1 რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემები;
•	შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
•	სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.sda.gov.ge;
•	კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ hr.gov.ge-ზე, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გააკეთოთ განაცხადი ვაკანსიაზე.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კონკურსის შედეგების შესაბამისად, საუკეთესო კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება