ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

3 დღე, 15 საათი, 40 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 10


ვაკანსიის N 52683     

პოზიციის დასახელება
დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის საინჟინრო, სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი - ფინანსური კუთხით
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
ორგანიზაციის შესახებ
                    სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო” 2004 წლის 4 ნოემბერს ჩამოყალიბდა. ექსპერტიზის ბიურო წარმოადგენს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მისი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული დებულებით და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.

ბიუროს მომსახურებით სარგებლობენ, როგორც სახელმწიფო და საბიუჯეტო ორგანიზაციები, ასევე კერძო სტრუქტურები, კომერციული და არაკომერციული დაწესებულებები და სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირები.

ბიუროში მოქმედებს საექსპერტო მომსახურების ფიქსირებული გადასახადი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.
                    
კატეგორია
ექსპერტიზა
განცხადების ბოლო ვადა
17.11.2018
თანამდებობრივი სარგო:
1700 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ქუთაისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             საწარმოების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადების გადახდის სისწორის დადგენა;
• სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა და ფულად საშუალებათა დანაკლისის ან ზედმეტობის არსებობის ან არარსებობის, მათი წარმოშობის პერიოდის და ადგილის დადგენა;
• სახელმწიფო ბიუჯეტზე ან ორგანიზაციებზე, საზოგადოებებზე, საწარმოებზე და სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე მიყენებული მატერიალური ზიანის და დავალიანების ოდენობის განსაზღვრა;
• საბუღალტრო აღრიცხვაში სამეურნეო-საფინანსო ოპერაციების ასახვის შესაბამისობის განსაზღვრა საბუღალტრო აღრიცხვის და ანგარიშგების მოთხოვნებთან და კანონმდებლობასთან მიმართებაში;
• საწარმოების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გაწეული ხარჯების ოდენობის და სისწორის დადგენა;
• სხვა სახის ფინანსური ექსპერტიზების ჩატარება;
• დასკვნის მომზადება;
• დასკვნის შეუძლებლობის შესახებ აქტის შედგენა;
• კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
5 წელი
პროფესია
ეკონომისტი
საკონკურსო თემატიკა
                    

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

საგადასახადო კანონმდებლობა;

„სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის დადგენილება; (http://www.expertiza.gov.ge/source/tarifebi%202018.pdf)

„სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის #255 დადგენილება; (http://www.expertiza.gov.ge/page.html?page=acts&item=2136)

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაჩქარებული საექსპერტო მომსახურების სახეობების და საექსპერტო მომსახურების ვადის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ ბიუროს უფროსის ბრძანება (http://www.expertiza.gov.ge/source/axalidachkarebuli.pdf)

დასაველთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის დებულება (იხ. ბიუროს ვებ-გვერდზე - www.expertiza.gov.ge)



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            ძალიან კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B1       B2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, ჭავჭავაძის 84
საკონტაქტო ტელეფონები
2258484
საკონტაქტო პირი
ნინო დავლიანიძე

დამატებითი მოთხოვნები
                    • საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების ცოდნა;
• მუშაობის არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება საფინანსო ან/და აუდიტის სფეროში;
• კომპიუტერული საოფისე პროგრამები (სასურველია საბუღალტრო და სასაწყობო პროგრამების ცოდნა).
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა განაცხადი უნდა შეავსონ საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებგვერდზე: http://www.hr.gov.ge -ზე მითითებული ვადის ჩათვლით; 
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს უნდა ატვირთონ განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი და შეავსონ სამოტივაციო წერილის გრაფა; 
კონკურსის მეორე ეტაპზე - გასაუბრებაზე, მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციების) გადარჩევის საფუძველზე, დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; კონკურსის ჩატარების დროის, თარიღის და ადგილის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით. 
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს აპლიკაციის ვადის ამოწურვიდან 1 თვის განმავლობაში; კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემის საფუძველზე.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება