ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 21 საათი, 19 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 74


ვაკანსიის N 52681     

პოზიციის დასახელება
შიდა აუდიტის სამსახურის სპეციალისტი - სამსახურებრივი შემოწმების მიმართულებით
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - იუსტიციის სახლი
კატეგორია
შიდა კონტროლი
განცხადების ბოლო ვადა
17.11.2018
თანამდებობრივი სარგო:
1300 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             •	სსიპ „იუსტიციის სახლის“ შიდა აუდიტის სამსახურში შემოსული საჩივრების, განცხადებების, შეტყობინებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
•	სსიპ „იუსტიციის სახლის“ ფილიალებში და სატელეფონო ცენტრში დასაქმებულ თანამშრომელთა მიერ „სსიპ - იუსტიციის სახლის მომსახურების ხარისხის სტანდარტის დაცვის მონიტორინგი/შემოწმება;
•	სსიპ „იუსტიციის სახლში“ დასაქმებულთა მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დაცვის მონიტორინგი/კონტროლი;
•	სსიპ „იუსტიციის სახლის“ თანამშრომელთა მიერ განხორციელებული ქმედებების, მოქმედ კანონმდებლობასთან, სსიპ „იუსტიციის სახლის“ შინაგანაწესთან, სამუშაო აღწერილობებთან და სხვა სპეციალურ მარეგულირებელ დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენა;
•	სსიპ „იუსტიციის სახლის“ ფილიალების/სატელეფონო ცენტრის საქმიანობისა და სამუშაო გარემოს მონიტორინგი/შემოწმება;
•	სსიპ „იუსტიციის სახლის“ მომხმარებელთათვის სერვისების მიწოდების პროცესის დადგენილ წესებთან და პროცედურებთან შესაბამისობის მონიტორინგი, ხარვეზების გამოვლენა და იდენტიფიცირება;
•	სსიპ „იუსტიციის სახლის“ საქმიანობის შემაფერხებელი ფაქტორების გამოვლენა და მათი იდენტიფიცირება;
•	დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში კორესპონდენციის წარმოება, გაცნობა და შესაბამისი რეაგირება;
•	უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
            
            
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
  • კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;
  • ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
  • კანონი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“;
  • მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ;
  • მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილება „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“;
  • მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“;
  • მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“;
  • იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“.

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2
საკონტაქტო ტელეფონები
595 08 79 93

დამატებითი მოთხოვნები
                    •	უმაღლესი განათლება - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (სასურველია მაგისტრის აკადემიური ხარისხი);
•	აუცილებელია საჯარო დაწესებულებაში აუდიტის ან/და შიდა კონტროლის ან/და მონიტორინგის განხრით მუშაობის გამოცდილება;
•	აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, Outlook) ცოდნა;
• 	სასურველია ინგლისური ან სხვა უცხო ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

•	 სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
• 	წერილების, ანგარიშების მომზადების უნარი;
•	კრიტიკული ანალიზის უნარი;
•	პრობლემების ანალიზის უნარი;
•	ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
•	ინფორმაციის შეგროვების უნარი;
•      კვლევის მეთოდების გამოყენების უნარი;
•      დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
•      გამართულად წერის უნარი;
• 	განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
•	ცვლილებებისადმი ადაპტაციის უნარი;
•	სტრესულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი;
•      პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
•	დროის ეფექტურად მართვის უნარი.
                    
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    •	წერითი დავალება გულისხმობს ტესტირებას ზოგად უნარებში;
•	გასაუბრების ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის აპლიკანტები, რომლებიც გადალახავენ ტესტირების 70%-იან ბარიერს, ანუ ტესტირებაში მაქსიმალური 80 ქულიდან მიიღებენ 56 ქულას და მეტს;
•	კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა სავალდებულოა:
	შეავსოთ სამოტივაციო წერილის ველი;
	მიუთითოთ მინიმუმ ერთი რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტა;
	განათლების ველში ატვირთოთ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
                    
                    
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                •	საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება