ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

4 დღე, 20 საათი, 30 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 46


ვაკანსიის N 52673     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის მონეტარული სტატისტიკის განყოფილების მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს ეროვნული ბანკი
კატეგორია
სტატისტიკა
განცხადების ბოლო ვადა
20.11.2018
თანამდებობრივი სარგო:
3914 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             •	ფინანსური ინსტიტუტებიდან მიღებული ინფორმაციის ვალიდაცია, დამუშავება და ანალიზი;
•	ანალიტიკური რეპორტების მომზადება განყოფილებისა და დეპარტამენტის მოთხოვნების შესაბამისად;
•	კომუნიკაცია სხვადასხვა სტატისტიკურ ინსტიტუტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან;
•	მონეტარული და ფინანსური სტატისტიკის წარმოება ქვეყნის თავისებურებებისა და ამ სფეროში არსებული საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით;
•	პერიოდული ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

საკანონმდებლო ბაზა: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B2       B2
რუსული       B1       B1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, სანაპიროს ქ.#2
საკონტაქტო ტელეფონები
2406199
საკონტაქტო პირი
გვანცა ცქიტიშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    •	საფინანსო სფეროში მუშაობის 2 წლის გამოცდილება;  

სასურველია:
•      მაგისტრის ხარისხი ეკონომიკურ სფეროში
•	MS Access- კარგად;
•	Visual Basic for Applications - კარგად;
•	MATLAB - კარგად;
•	STATA - სასურველია;
•	SQL Server Management Studio (Transact SQL Scripts) - სასურველია;
•	MS Word, Outlook, PowerPoint – სამომხმარებლო დონეზე.

კომპეტენციები:

წერილების, ანგარიშების, შეთავაზებების მომზადება; 
ცვლილებების ინიცირება და მართვა; 
ანალიტიკური ანგარიშის მომზადება; 
დაგეგმვის და ორგანიზების უნარი; 
შედეგზე ორიენტაცია; 
გუნდური მუშაობა;

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    საქართველოს ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. საქართველოს ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია ქვეყანაში ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებელების წარმოებასა და გავრცელებაზე. ამ მიზნისათვის, აუცილებელია შესაბამისი მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ანალიზი. საქართველოს ეროვნული ბანკი სისტემატიურად ახორციელებს სტატისტიკური მეთოდოლოგიების შემუშავებას, მონაცემთა შეგროვების ინოვაციური მეთოდების დანერგვას და პერიოდული ანგარიშგებების მომზადებას. შეგროვებული მონაცემების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფითა და საჭირო ანალიტიკური ცხრილების შემუშავების საფუძველზე ხორციელდება შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.

სამუშაოს სპეციფიკა მოიცავს დინამიურ და მრავალმხრივ სამუშაოს პროფესიონალების გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს განავითაროს და  წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები. ორგანიზაციის შიგნით და საზღვარგარეთ ტრენინგებზე მონაწილეობით, აგრეთვე გამოცდილ უცხოელ ექსპერტებთან ურთიერთობით, დასაქმებულს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს მსოფლიოში არსებულ თანამედროვე პრაქტიკას ამ სფეროში და გაიღრმაოს პროფესიონალიზმი.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, აპლიკაციების მიღების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 თვისა. 
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება