ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 20 საათი, 50 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 12


ვაკანსიის N 52670     

თანამდებობის დასახელება
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება
მეორადი სტრუქტურული ერთეულის საინფორმაციო განყოფილების უფროსი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია
საზოგადოებასთან ურთიერთობა
განცხადების ბოლო ვადა
16.11.2018
თანამდებობრივი სარგო:
1100 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
დუშეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             - წარმართავს ადმინისტრაციული სამსახურის საინფორმაციო განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილებისათვის საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი სამსახურის დებულებით დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;
 - მათ შორის ხელმძღვანელობს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან; 
- საჯარო ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; 
- მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ადმინისტრირებას;
 - ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას; 
- მერიის საქმიანობის ანგარიშების გამოქვეყნებას; 
- მერიის პრესკონფერენციების ჩატარებას, მერიის საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრეს-დაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; 
- მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან; სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, - საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას; მერიის სხვა სამსახურებთან ერთად ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას და სხვა.
- განყოფილების უფროსი უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, მერიის  დებულებით და საკრებულოს მიერ მიღებული სხვა ნორმატიული აქტებით უშუალოდ მის და მისდამი დაქვემდებარებული განყოფილების მოხელეთა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების დროულ და ეფექტურ გადაწყვეტას;
-  მისი უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერის, მერის  მოადგილეების და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის დავალებების შესრულებას; 
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;

გ)საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ.დუშეთი, რუსთაველის ქ. 27
საკონტაქტო ტელეფონები
557 97 47 91
საკონტაქტო პირი
მარიამ ველთაური

დამატებითი მოთხოვნები
                    საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში  ან/და მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით – მუშაობის  2   წლიანი გამოცდილება ;

ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; 
კომპლექსური აზროვნების უნარი; 
სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი; 
ცვლილებების  ინიციირებისა და მართვის უნარი; თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;  
მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი; პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი; 
 გუნდის განვითარების უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა აპლიკაციის შევსების დროს "ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში უნდა ატვირთონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• სამუშაო გამოცდილება დამადასტურებელი დოკუმენტი;


კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს კონკურსში მონაწილეობისათვის დადგენილ ძირითად ფორმალურ მოთხოვნებს;
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება