ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 21 საათი, 0 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 3


ვაკანსიის N 52667     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - მერის წარმომადგენელი ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია
ადგილობრივი თვითმმართველობა
განცხადების ბოლო ვადა
16.11.2018
თანამდებობრივი სარგო:
900 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
სენაკი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             - მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და აგრეთვე მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
- მერის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;
- უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;
- მერის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;
- დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს;
- მერს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით ახორციელებს დაბადების რეგისტრაციის თაობაზე (თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე) შეტყობინების მიწოდებას, გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენასა და გაცემას, პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში გაგზავნას;
- მერის დავალებით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
- მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციების განხორციელება;
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

-  საქართველოს კონსტიტუცია;

- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

- „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია;

-  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- „სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის  დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო დადგენილება;

 

 



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. სენაკი, ჭავჭავაძის ქუჩა N103
საკონტაქტო ტელეფონები
599 85 75 50
საკონტაქტო პირი
ხათუნა ჯიმშელეიშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    - საორგანიზაციო საკითხებზე/აგრონომიულ/ეკონომიკურ/ინფრასტრუქტურულ/საქმისწარმოების/მოქალაქეებთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის 2 წლის გამოცდილება;

კომპეტენციები:
- შედეგზე ორიენტაცია;
- მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნება;
- პრობლემების ანალიზი;
- გადაწყვეტილების მიღების სხვადასხვა მიდგომების გამოყენება;
- დროის ეფექტიანი მართვა.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    - კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა განაცხადი უნდა შეავსოს, მხოლოდ ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით. 
- შესაბამის ველში - კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს: 
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
ბ) შრომის წიგნაკის ან შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ორგანიზაცია, თანამდებობა, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღის მითითებით).
- განცხადების გადარჩევის შედეგად კონკურსანტი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ დოკუმენტები და ან სხვა ინფორმაცია არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, არასრულყოფილად ან/და მოქმედ ნორმებთან შეუსაბამოდ იქნება წარმოდგენილი.
- გასაუბრებისას ფასდება კანდიდატის ცოდნის, პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობების, მოტივაციისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა. 
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება განცხადებების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა, საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება