ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 21 საათი, 19 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 33


ვაკანსიის N 52662     

თანამდებობის დასახელება
მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
აპარატის მანდატურის სამსახურის მანდატური
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
ახალციხის რაიონული სასამართლო
კატეგორია
მანდატური
განცხადების ბოლო ვადა
16.11.2018
თანამდებობრივი სარგო:
900 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ახალციხე
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             - მოსამართლეების, სასამართლო პროცესის მონაწილეებისა და მოწმეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- სასამართლოში წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;
- წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით სასამართლოს თავმჯდომარისა და სასამართლო სხდომის თავმჯდომარის მითითებების შესრულება;
- სასამართლოს ადმინისტრაციული შენობის დაცვა;
- სასამართლო პროცესის დაწყებისათვის სასამართლო სხდომის დარბაზის მზადყოფნის შემოწმება, მოსამართლის მითითებით სასამართლოს სხდომის დარბაზში სისხლის სამართლის საქმისა და ნივთიერი მტკიცებულებების გადატანის და დაცვის უზრუნველყოფა;
- სასამართლოში სამართალდარღვევის აღკვეთა, სამართალდამრღვევის გამოვლენა, აუცილებლობის შემთხვევაში მისი დაკავება პოლიციისათვის გადაცემის მიზნით და ამის თაობაზე დაკავების ოქმის შედგენა.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) ,,საქართველოს კონსტიტუცია’’;

ბ)"საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;

გ)"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონი;

დ) ,,იარაღის შესახებ’’ საქართველოს კანონი;

ე)"სასამართლოში ფოტოგადაღების, კინო-, ვიდეო-, აუდიო ჩაწერისა და ეთერში

გადაცემის წესის შესახებ" სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანება;

ვ) საქართველოს  სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლი, საქართველოს

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი;

ზ) "საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის #1/310 გადაწყვეტილება;


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ.ახალციხე მებაღიშვილის #62
საკონტაქტო ტელეფონები
577 28-18-52; 0(365) 22-01-16;
საკონტაქტო პირი
ნინო ჩიგოგა

დამატებითი მოთხოვნები
                    1.	გუნდური მუშაობა;
2.	დეტალებზე ორიენტირება;
3.	კომუნიკაცია მოქალაქეებთან;
4.	ინფორმაციის შეგროვება და ანალიზის უნარი;
5.	დროის ეფექტური მართვა.
სასამართლოს მანდატურად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 22 წლის ასაკიდან, თუ იგი ფლობს სახელმწიფო ენას და აქვს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სასამართლოს მანდატურად სამსახურის ზღვრული ასაკი 50 წელია.
                    
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    ვაკანტური თანამდებობის დაკავების მსურველ კანდიდატებს ჩემი რეზიუმეს შესაბამის დოკუმენტაციის ბლოკში სავალდებულოდ უნდა ატვირთონ:
 უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის (ცნობის) ასლი;
- კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს და მომდევნო ეტაპზე (ზეპირი დავალება და გასაუბრება) გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განცხადების (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს;
- კონკურსის მეორე ეტაპზე თითოეულ კანდიდატს საკონკურსო თემატიკიდან გამომდინარე მიეცემა ზეპირი დავალება და ჩატარდება გასაუბრება. 
- კანდიდატთან დაკავშირება მოხდება მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით; 
- კონკურსს ჩაატარებს ახალციხის რაიონული სასამართლოს საკონკურსო კომისია.
- კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მომდევნო ეტაპზე, თუ მის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ასევე, იმ შემთხვევაში თუ არასრულყოფილი/გაურკვეველი ფორმით იქნება ატვირთული. 
- პირი მოხელედ არ მიიღება თუ იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისათვის და დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული.
საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში, სავალდებულოა - აიტვირთოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების თაობაზე.
დოკუმენტების ბლოკში სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტები შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხოენოვანი საბუთების შემთხვევაში, აუცილებელია აიტვირთოს მათი ქართულ ენაზე ნოტარიულად დამოწმებული თარგმანებიც.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის თანამდებობაზე დანიშვნის მიზანშეწონილობის თაობაზე, თანაბარი ხმების შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კომისიის თავმჯდომარის ხმას; კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში. 
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება