ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

5 დღე, 20 საათი, 40 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 31


ვაკანსიის N 52653     

პოზიციის დასახელება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ
                    არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც შექმნილია “არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე. გარდა საზედამხედველო ფუნქციისა, პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს პირობით მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია და დანაშაულის პრევენცია.
                    
კატეგორია
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა
21.11.2018
თანამდებობრივი სარგო:
3700 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             ხელმძღვანელობს და პასუხისმგებელია სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების: სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოსა და საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოების, სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების და სააგენტოს მიერ დაფუძნებული შ.პ.ს „პერსპექტივა“- ს საქმიანობაზე;  მიმართავს სასამართლო ხელისუფლების ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში; უტარებს საორიენტაციო და მეთოდურ ტრეინინგებს თანამშრომლებს და სტაჟიორებს; პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობებს;  საჭიროების შემთხვევაში, ასრულებს სამუშაოსთან დაკავშირებულ სხვა დავალებებს.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
4 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
დ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
ე) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
ვ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
თ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ი) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი;
კ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ლ) „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი;
მ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ნ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილება;
ო) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 30 მაისის №106 ბრძანება;
პ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 30 მაისის №105 ბრძანება.“

ჟ) „არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 ივლისის №89 ბრძანება;
რ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 9 აგვისტოს №321 ბრძანება;
ს) „ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 15 მარტის №132/№95/№23 ერთობლივი ბრძანება;
ტ) „არასრულწლოვნის მიმართ განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენების წესისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 თებერვლის №120 ბრძანება.“.
 


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ.თბილისი. ალ.ყაზბეგის გამზ. # 42
საკონტაქტო ტელეფონები
2303012
საკონტაქტო პირი
ნათია კვარაცხელია

დამატებითი მოთხოვნები
                    ა) უმაღლესი განათლება იურიდიული, სოციალური სამუშაოს ან სხვა შესაბამისი განხრით;
ბ) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, არანაკლებ 2 წელი მენეჯერულ თანამდებობაზე;
გ) პროექტების/პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სფეროში;
დ) სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა; უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
ე) საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა;
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    გამარტივებული კონკურსი ცხადდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.
კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს კანდიდატი, თუ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge)
ატვირთული დოკუმენტაციით მოხდება მისი შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობისათვის დაწესებულ მოთხოვნებთან;
კონკურსში მონაწილე პირებმა განაცხადის შევსების დროს შესაბამის ველში უნდა ატვირთონ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და შეავსონ სამოტივაციო წერილი;
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც სრულად არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, გასაუბრებაზე არ დაიშვება; 
კონკურსი ითვლება გავლილად გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში;
კანდიდატები ვალდებულნი არიან გასაუბრებაზე გამოცხადებისას თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გასაუბრებაზე დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ კანდიდატები და უფლებამოსილი პირები;
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კონკურსი ითვლება გავლილად გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში;
კანდიდატს გაესაუბრება და თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.

გადაწყვეტილების მიღების საბოლოო ვადაა 2018 წლის 31 დეკემბერი.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება