ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 21 საათი, 0 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 0


ვაკანსიის N 52650     

პოზიციის დასახელება
სკოლის ექიმი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ- თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლა
კატეგორია
ჯანდაცვა
განცხადების ბოლო ვადა
16.11.2018
თანამდებობრივი სარგო:
395 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თელავი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             1. მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და მშობლების ინფორმირება/რეკომენდაციის გაცემა; 
2. იმუნიზაციის შესაბამისი ღონისძიებების ხელშეწყობა; 
3. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი განვითარების დარღვევების გამოვლენის შემდგომი რეაგირების ხელშეწყობა და მონიტორინგი; 
4. ბავშვებსა და მოზარდებში ისეთი სიმპტომებისა და სინდრომების გამოვლენა, რომლებიც მოითხოვენ პირველად და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას; 
5. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მოსვლამდე პირველადი და გადაუდებელი დახმარების გაწევა ტრამვის, დამწვრობის, ასპირაციის, მოტეხილობის, ჭრილობის რესპირაციული დისტრესის, შოკის, კომის, კრუნჩხვის, ცხელების, ფსიქიკური დარღვევების, ტკივილისა და სხვათა დროს; 
6. სასწრაფო სამედიცინო დახმარების დროული გამოძახება (საჭიროების შემთხვევაში); 
7. მოსწავლეთა შესახებ სკოლაში წარმოდგენილი სპეციალური სამედიცინო დოკუმენტის წარმოება და შესაბამისი ინფორმაციის შეტანა კომპიუტერში; 
8. ქრონიკული დაავადებების (მაგალითად: სქოლიოზი, მხედველობის დარღვევები და სხვა) გამოვლენის შემთხვევაში ექიმის მიერ დასმული დიაგნოზის შესაბამისი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი; 
9. ინფექციური დაავადებების პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა; 
10. სკოლაში შემსვლელთა და მოსწავლეთა აცრების კალენდრის შესწავლა და მშობლის/მეურვის ინფორმირების საშუალებით იმუნიზაციის პროგრამაში მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობა, მათთვის რეკომენდაციების მიცემა; 
11. ახდენს მოსწავლეთა ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის კომპიუტერში შეტანას; 
12. გეგმიური და ეპიდსაწინააღმდეგო სანიტარულ-ჰიგიენური და პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა; 
13. სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზედამხედველობა; 
14. სასკოლო კვების სტანდარტთან გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი; 
15. მოსწავლეთა, სკოლის პერსონალის და მშობლის/მეურვის სამედიცინო პროფილაქტიკური განათლება (ჰიგიენური, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ცხოვრების ჯანსაღი წესის და სხვა შესახებ მოსწავლეებთან საუბარს ექიმი აწარმოებს როგორც სადამრიგებლო საათის ფარგლებში, ისე ინდივიდუალურად); 
16. ბავშვზე ძალადობის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო სტრუქტურების ინფორმირება; 
17. სკოლის დღის რეჟიმის შედგენაში მონაწილეობის მიღება; 
18. მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლის დირექციისა და დამრიგებლისათვის რეკომენდაციის მიცემა მოსწავლის საგაკვეთილო პროცესიდან დროებითი გათავისუფლების შესახებ.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
3 წელი
პროფესია
ექიმი


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            ძალიან კარგი
Microsoft Office Excel            ძალიან კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი ვარდისუბანი
საკონტაქტო ტელეფონები
577539320
საკონტაქტო პირი
ია ღარიბაშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    1. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სავალდებულო მოთხოვნებს: 
1.1. ჰქონდეს სახელმწიფო სერთიფიკატი საექიმო სპეციალობაში - ,,საოჯახო მედიცინა", ,,თერაპია", ან ,,პედიატრია"; 
1.2. იცოდეს სახელმწიფო ენა. 
2. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით მოთხოვნებს: 
2.1. გააჩნდეს ბოლო 10 წლის განმავლობაში სპეციალობით მუშაობის არანაკლებს 3 წლის სტაჟი; 
2.2. ჰქონდეს სკოლის ექიმის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; 
2.3. ჰქონდეს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება; 
2.4. დამთავრებული ჰქონდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პედიატრიული ფაკულტეტი; 
2.5. მონაწილეობდეს უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში (უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამები, კონფერენციები და სხვა (საექიმო სპეციალობის ფარგლებში)). 
3. თანაბარ პირობებში უპირატესობა ენიჭება იმ კანდიდატს, რომელიც არ არის დასაქმებული სხვაგან და/ან ფლობენ სახელმწიფო სერთიფიკატს სამივე სპეციალობაში (,,საოჯახო მედიცინა", ,,პედიატრია", ,,თერაპია").
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 
1. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი; 
2. საექიმო სპეციალობაში/სპეციალობებში სახელმწიფო სერთიფიკატ(ები)ის ასლ(ებ)ი; 
3. სამუშაო გამოცდილების დამდასტურებელი დოკუმენტის ასლე(ებ)ი; 
4. დოკუმენტი, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობას (მოწმობები, სერთიფიკატები და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში; 
5. სამოტივაციო წერილი.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, აპლიკაციების მიღების დასრულებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება