ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

6 დღე, 15 საათი, 43 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 7


ვაკანსიის N 52644     

პოზიციის დასახელება
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
კატეგორია
ხარისხის მართვა
განცხადების ბოლო ვადა
20.11.2018
თანამდებობრივი სარგო:
2112 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
გორი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             -	სამსახურის მუშაობაზე პასუხისმგებლობა;
-	სამსახურის საქმიანობის პრიორიტეტების განსაზღვრა და მათ განხორციელებაზე პასუხისმგებლობა;
-	დაქვემდებარებულთა საქმიანობის მონიტორინგი, შეფასება და მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
-	კომპეტენციის ფარგლებში რექტორისთვის სხვადა¬სხვა წინადადებისა და ინიციატივის წარდგენა; 
-	სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურეობრივ და შრომით დისციპლინაზე პასუხისმგებლობა;
-	სამსახურის თანამშრომლებზე კორესპონდენციის და სამუშაოს განაწილება;
-	კომპეტენციის ფარგლებში აკადემიის ყველა სტრუქტურული და საგანმანათლებლო ერთეულის საქმიანობის ზედამხედველობა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მათთვის შესაბამისი მითითებების მიცემა;
-	ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებისა და პროცედურების შემუშავება;
-	სასწავლო პროცესთან, ბოლონიის პროცესის იპლემენტაციასთან, ავტორიზაცია/აკრედიტაციასთან დაკავშირებული ინსტრუქციების წარმოება, წესების, დადგენილებების, ბრძანებების შემუშავების ორგანიზება და კოორდინირება;
-	შემუშავებული კრიტერიუმებისა და ინდიკატორების საფუძველზე საგანმანათლებლო პროგრამების სისტემატური მონიტორინგი;
-	საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგის შედეგად, სასწავლო მიმართულებების, დარგისა და აკადემიური საბჭოსთვის რეკომენდაციების მიწოდება საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი სრულყოფის მიზნით;
-	იუნკერთა/მსმენელთა და აკადემიური/მოწვეული პერსონალის ანონიმური გამოკითხვის კითხვარის შემუშავება, გამოკითხვის ჩატარება, შედეგების ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება და წარდგენა შესაბამის სამსახურებთან საქმიანობის შემდგომი სრულყოფის მიზნით;
-	იუნკერთა/მსმენელთა შეფასებების ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება და წარდგენა ხელმძღვანელი რგოლის წინაშე სასწავლო პროცესში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით;
-	ავტორიზაცია/აკრედიტაციის თვითშეფასების კითხვარის და თვითშეფასების ანგარიშის, თან¬დართული დოკუმენ¬ტაციის მომზადებისა და შეგროვების ორგანიზება;
-	საგანმანათლებლო პროგრამების, ადამიანური რესურსისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაბამისობის დადგენა ავტორიზაცია/აკრედიტაციის სტანდარ-ტებთან და რექტორისთვის რეკომენდაციების წარდგენა;
-	დოკუმენტების ვიზირება და კომპეტენციის ფარგლებში ხელის მოწერა;
-	ხელმძღვანელობის მოთხოვნით სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა; 
-	რექტორთან შუამდგომლობა დაქვემდებარებულთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით; 
-	პერიოდულად სამსახურის პერსონალისგან ანგარიშის ჩაბარება მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ;
-	უფლებამოსილების ფარგლებში აკადემიის სტრუქტურული ერთეულებიდან საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა;
-	სამსახურის პერსონალის მიერ შვებულებების გამოყენების რიგითობის დადგენა;
-	რექტორთან შუამდგომლობა სამსახურის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნით;
-	რექტორის წინაშე ანგარიშვალდებულება.
-	საქართველოს კანონმდებლობით, აკადემიის სამართლებრივი აქტებითა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება.


            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება
5 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

–   "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონი;

–   "განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" საქართველოს კანონი;

–   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N99/ნ (საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ);

– საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №65/ნ (საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ);

–  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N3 (უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ);

–  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N 10/ნ, (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ);

–   საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის ბრძანება  №120/ნ  (ეროვნული საკვალიფიკაციო  ჩარჩოს  დამტკიცების  შესახებ);

– განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №224/ნ (უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ);

–  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N98/ნ, (საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ);

–  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N154/ნ, (სახელმწიფო სასწავლო გრანტისადა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ).


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი
საკონტაქტო ტელეფონები
577393607

დამატებითი მოთხოვნები
                    გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატს უნდა გააჩნდეს:
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მინიმუმ ხუთი წლის მუშაობის გამოცდილება( სასურველია განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში ან/და განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება);
- კომპიუტერული პროგრამების: Mc Word; Mc Excel; Outlook; Mc Project management ცოდნა;
- სასურველია უცხო ენის ცოდნა B2 დონეზე;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი;
- კრეატიულობა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- დროის რაციონალური გადანაწილების უნარი;
- სამუშაოს ორგანიზების უნარი;
- ლოგიკური მსჯელობისა და აზრის გამართულად გადმოცემის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;


                    

დამატებითი ინფორმაცია
                    გამოცხადებულ თანამდებობაზე კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2018 წლის 6 ნოემბრიდან 2018 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე HR.GOV.GE. 
- 2018 წლის 27 ნოემბერს შერჩეული კანდიდატები მოწვეულ იქნებიან აკადემიის აკადემიურ საბჭოსთან გასაუბრების მიზნით, აკადემიაში შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე (კანდიდატებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი);
- არჩევნები ჩატარდება 2018 წლის 28 ნოემბერს.


კანდიდატებმა შესაბამის ველში  აუცილებელია ატვირთოს:

- არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სასურველია განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში ან/და განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება) არანაკლებ ხუთი წლის მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- განათლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია არსებობის შემთხვევაში; 
- შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი (რომელშიც მითითებული უნდა იყოს როგორც ვაკანტური თანამდებობით დაინტერესების მიზეზი, ასევე ცოდნა და გამოცდილება, რითაც დასტურდება კანდიდატის შესაბამისობა გამოცხადებულ ვაკანსიასთან); 
- მიუთითოს რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ. ფოსტა.


                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გადაწყვეტილება მიიღება აკადემიის აკადემიური საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით, განაცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება