ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 20 საათი, 16 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 5


ვაკანსიის N 52638     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის შიდა აუდიტის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი შიდა აუდიტის საკითხებში
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია
აუდიტი
განცხადების ბოლო ვადა
17.11.2018
თანამდებობრივი სარგო:
850 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ხობი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             1. შიდა აუდიტორული შემოწმებების ჩატარება, ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების შემოწმება, მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენა;
2. ფინანსური მართვის და კონტროლის სისტემის ადეკვატურობის და ეფექტიანობის შეფასება;
3. კონტროლი მერიასა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში ფინანსურ და ადმინისტრაციულ საკითხებზე;
4. მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული ფინანსური რისკების დადგენა და შეფასება;
5. შესასრულებლად გადაცემულ კორესპონდენციაზე სათანადო რეაგირება;
6. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება;
7. სამსახურის სამუშაო გეგმით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
8. ხელმძღვანელ პირთა სხვა დავალებების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

1. საქართველოს კონსტიტუცია;

2. საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

3. საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

4. საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

5. საქართველოს კანონი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“;

6. საქართველოს კანონი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“;

7. საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“;

8. საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“;

9. საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“;

10. საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;

11. „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №45 დადგენილება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. ხობი. ცოტნე დადიანის ქ. №189
საკონტაქტო ტელეფონები
599856064
საკონტაქტო პირი
სალომე ცხადია

დამატებითი მოთხოვნები
                    1. მითითებული განათლება (უმაღლესი) მოითხოვება ფინანსისტის, ბუღალტრის, ან/და ეკონომისტის სპეციალობით.
2. მითითებული სამუშაო გამოცდილება (1 წელი) მოითხოვება საბუღალტრო აღრიცხვის სფეროში (სასურველია, აუდიტის მიმართულებით).
3. კანდიდატს მოეთხოვება შემდეგი კომპეტენციები და უნარები:
ა) ანალიტიკური აზროვნება;
ბ) გუნდური მუშაობა;
გ) დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
დ) ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ე) საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
ვ) დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, მისამართზე: www.hr.gov.ge 
2. სავალდებულოა „ჩემი რეზიუმეს“ „განათლების“ ბლოკში განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, ხოლო „სამუშაო გამოცდილების“ ბლოკში - სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლის ატვირთვა (ატვირთული დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს მისი შესაბამისი კანდიდატისადმი კუთვნილება).
3. საბუთები წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
4. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც განაცხადის (აპლიკაციების) გადარჩევის საფუძველზე ვერ დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, ასევე, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
5. კანდიდატს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობება აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში. ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.khobi.ge).
6. გასაუბრების ჩატარების თარიღის, დროის და ადგილის შესახებ ინფორმაცია კანდიდატს ეცნობება აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, არაუგვიანეს 7 კალენდარული დღით ადრე.
7. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ან მართვის მოწმობა) გარეშე გამოცხადებული კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.
8. კონკურსის შედეგების (კანდიდატის მიმართ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება) გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით, საპრეტენზიო კომისიაში, კანდიდატის ელექტრონულ ფოსტაზე კომისიის გადაწყვეტილების გაგზავნიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა,  მისამართზე: ქ. ხობი; ცოტნე დადიანის ქ. №189 (ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა).
9. დამატებითი და დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე, შემდეგ მისამართზე: www.khobi.ge, საინფორმაციო ბლოკი: „ვაკანსია“/„2018 წელი“/„ნოემბერი“.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება