ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 20 საათი, 30 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 4


ვაკანსიის N 52636     

თანამდებობის დასახელება
პირველი რანგი - საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება
კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა
17.11.2018
თანამდებობრივი სარგო:
1600 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ხობი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             1. სამსახურის საქმიანობის კოორდინირება და ხელმძღვანელობა;
2. სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნა;
3. სამსახურის განყოფილებასა და მოსამსახურეებს შორის დავალებების განაწილება, სამუშაო გეგმებითა და მერის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;
4. სამსახურის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავება და მოხელეთათვის ფუნქციონალურ მოვალეობათა განაწილება;
5. მერისთვის სამსახურის სტრუქტურის, საშტატო რიცხოვნებისა და მუშაობის ორგანიზაციის შესახებ წინადადებების წარდგენა;
6 სამსახურის მოსამსახურეთა მხრიდან მერიის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და მერიის შინაგანაწესის მოთხოვნებსა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლი;
7. მერისთვის წინადადებების წარდგენა საჯარო მოსამსახურეთა წახალისების, მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, მოხელეთა პროფესიული განვითარების შესახებ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
8. განყოფილების ან/და მოსამსახურეების ანგარიშების ჩაბარება გაწეული საქმიანობის შესახებ და მათი შეფასება;
9. სამსახურის მიერ მომზადებული საკითხების, წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მერისთვის წარდგენა;
10. მერისთვის სამსახურის მიერ სამუშაო გეგმებითა და მერის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ ანგარიშების წარდგენა;
11. სამსახურში დაცული დოკუმენტების ასლების დამოწმება და მათ საფუძველზე ასლების გაცემა, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში;
12. სამსახურის საქმიანობის ორგანიზების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და მერიის დებულების საფუძველზე მერის მხრიდან ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირების შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ბრძანების გამოცემა;
13. შესასრულებლად გადაცემულ კორესპონდენციაზე სათანადო რეაგირება;
14. საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის მოსამსახურეთა ცალკეულ ფუნქციათა შესრულება;
15 მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება;
16. მერიის და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
17. მერის სხვა დავალებების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
5 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

1. საქართველოს კონსტიტუცია;

2. საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

3. საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

4. საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

5. საქართველოს კანონი „კულტურის შესახებ“;

6. საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;

7. საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“;

8. საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“;

9. საქართველოს კანონი „სპორტის შესახებ“;

10. საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“;

11. საქართველოს კანონი „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“;

12. საქართველოს კანონი „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“;

13. „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;

14. „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №45 დადგენილება



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. ხობი. ცოტნე დადიანის ქ. №189
საკონტაქტო ტელეფონები
599856064
საკონტაქტო პირი
სალომე ცხადაია

დამატებითი მოთხოვნები
                    1. მითითებული სამუშაო გამოცდილება (5 წელი) კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ან/და ტურიზმის სფეროში, ან/და ახალგაზრდობაზე ორიენტირებულ პროექტებზე მუშაობაში, მათ შორის 2 წელი - ხელმძღვანელ თანამდებობაზე.
2. კანდიდატს მოეთხოვება შემდეგი კომპეტენციები და უნარები:
ა) ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
ბ) საჯარო დაწესებულების წარმომადგენლობის უნარი;
გ) სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
დ) სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
ე) ცვლილებების/სიახლეების ინიციირებისა და მართვის უნარი;
ვ) პროექტების მართვის უნარი;
ზ) თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
თ) მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
ი) გუნდის განვითარების უნარი;
კ) პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, მისამართზე: www.hr.gov.ge 
2. სავალდებულოა „ჩემი რეზიუმეს“ „განათლების“ ბლოკში განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, ხოლო „სამუშაო გამოცდილების“ ბლოკში - სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლის ატვირთვა (ატვირთული დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს მისი შესაბამისი კანდიდატისადმი კუთვნილება).
3. საბუთები წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
4. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც განაცხადის (აპლიკაციების) გადარჩევის საფუძველზე ვერ დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, ასევე, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
5. კანდიდატს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობება აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში. ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.khobi.ge).
6. გასაუბრების ჩატარების თარიღის, დროის და ადგილის შესახებ ინფორმაცია კანდიდატს ეცნობება აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, არაუგვიანეს 7 კალენდარული დღით ადრე.
7. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ან მართვის მოწმობა) გარეშე გამოცხადებული კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.
8. კონკურსის შედეგების (კანდიდატის მიმართ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება) გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით, საპრეტენზიო კომისიაში, კანდიდატის ელექტრონულ ფოსტაზე კომისიის გადაწყვეტილების გაგზავნიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა,  მისამართზე: ქ. ხობი; ცოტნე დადიანის ქ. №189 (ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა).
9. დამატებითი და დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე, შემდეგ მისამართზე: www.khobi.ge, საინფორმაციო ბლოკი: „ვაკანსია“/„2018 წელი“/„ნოემბერი“.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება