ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 14 საათი, 52 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 4


ვაკანსიის N 52398     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
აბაშის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
კატეგორია
განათლება/მეცნიერება/კულტურა
განცხადების ბოლო ვადა
14.11.2018
თანამდებობრივი სარგო:
900 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
აბაშა
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             • სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ სსიპ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე პროცესების ზედამხედველობა, მხარდაჭერა და კონსულტირება;
• სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ სსიპ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესისა და გარემოს მონიტორინგი, შეფასება და შესაბამისი ანგარიშების შედგენა;
• სასწავლო პროცესისა და გარემოს გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციების შემუშავება და შესაბამისი საჯარო სკოლისათვის და სამინისტროსათვის წარდგენა;
• საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად სასწავლო პროცესის წარმართვის მონიტორინგი;
• მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში მასწავლებლის შეფასების პროცესში მონაწილეობა;
• ხელს უწყობს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მიერ მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის
დანერგვასა და გაძლიერებას;
• თვალყურს ადევნებს განათლების სფეროში მოქმედი კანონების და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე, მინისტრის მიერ გამოცემული სხვა
აქტების შესრულებას;
• ხელს უწყობს სამინისტროს მიერ სახელმწიფო ენის განვითარებისა და გავრცელების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების, სპეციალური პროგრამებისა და
პროექტების განხორციელებას;
• თვალყურს ადევნებს სამეურვეო საბჭოებისა და დირექტორების არჩევნების მიმდინარეობას. უზრუნველყოფს აღნიშნული პროცედურების შესატყვისობას
სამინისტროს მიერ დადგენილ წესთან;
• საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებული ნოვაციებისა და პროგრამების დანერგვა;
• ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა;
• საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების, სპეციალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
• საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების პროცესის ხელშეწყობა;
• სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებზე ზრუნვა, ამ კატეგორიის ბავშვებისათვის სპეციალური (ინკლუზიური) სწავლების მეთოდების
დანერგვის ხელშეწყობა;
• საგანმანათლებლო პროცესში სსსმ მოსწავლეების ჩართვისა და მათთვის საგანმანათლებლო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
• მულტიდისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობა სსსმ მოსწავლეების საჭიროების იდენტიფიცირების მიზნით;
• სკოლამდელი განათლების სფეროში მუნიციპალიტეტის კონსულტირება და მხარდაჭერა სკოლამდელი განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სისტემის ხელშეწყობის მიზნით;
• მუნიციპალიტეტსა და მის მიერ დაფუძნებული შესაბამისი იურიდიული პირებისათვის სკოლამდელი განათლების სტრატეგიისა და სტანდარტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
• პროფესიულად მნიშვნელოვანი რესურსების დროულად და თანაბრად განაწილება;
• საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით განათლების სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა;
• საგანმანათლებლო რესურსცენტრის ბიბლიოთეკის შექმნასა და მის განახლებაზე ზრუნვა;
• მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა და მომზადება;
• კანონმდებლობით დადგენილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი";
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ";
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ”;
  • „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილება;
  •  „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანება;
  • „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანება;
  • „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელიდოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანება;
  •  „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანება;
  • „საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანება;
  •  „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანება;
  •  „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 07 აპრილის №48/ნ ბრძანება;
  • „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის №193/ნ ბრძანება.
  • საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და და კორუფციის შესახებ";
  • საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ";


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქალაქი აბაშა, უჩა კაჭარავას ქ. №1
საკონტაქტო ტელეფონები
577-55-22-10
საკონტაქტო პირი
მერაბ მიგინეიშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    1. განათლების სფეროში არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილების ქონა;
2. სასურველია, ინგლისური და/ან რუსული ენებოს ცოდნა (მეტყველება-B2 დონე; წერითი უნარები - B2 დონე).



                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილე პირებმა განაცხადის შევსების დროს შესაბამის ველში უნდა ატვირთონ:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- მიუთითოს რეკომენდატორ(ებ)ის საკონტაქტო ინფორმაცია;
- წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით ღია კენჭისყრით, განცხადებების მიღების დასრულებიდან 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება