ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 173


ვაკანსიის N 52175     

პოზიციის დასახელება
აუდიტორ-სტაჟიორი
კონკურსის ტიპი
სტაჟირება
ორგანიზაცია
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
კატეგორია
აუდიტი
განცხადების ბოლო ვადა
14.10.2018
თანამდებობრივი სარგო:
350 ლარი
ადგილების რაოდენობა
3
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი/ქუთაისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             წარმატებულ კანდიდატებს შესაძლებლობა მიეცემათ ჩაერთონ აუდიტის პროცესში, გაეცნონ აუდიტორულ საქმიანობას, პასუხისმგებლობებს, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს, აუდიტის ანგარიშგებს, აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფასა და ბიუჯეტის ანალიზს.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
სტუდენტი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C1       C1
ინგლისური       B2       B2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, 0144, წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი N96
საკონტაქტო ტელეფონები
2438144

დამატებითი მოთხოვნები
                    •	აუდიტორ-სტაჟიორად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი, აქვს უმაღლესი  განათლება (ბაკალავრის ხარისხი) ეკონომიკის, ფინანსების, საჯარო მმართველობის, ბიზნესის ადმინისტრირების ან იურიდიული  მიმართულებით ან არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი მიმართულების დამამთავრებელი კურსის (IV) სტუდენტი; 
•	შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტური მართვა; 
•	ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
•	კომუნიკაბელურობა; 
•	გუნდური მუშაობის უნარი; 
•	წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; 
•	პასუხისმგებლობის გრძნობა;
•	პროფესიული განვითარების მოტივაცია.  

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    -	სტაჟირების პროგრამა ითვალისწინებს ინტენსიურ სატრენინგო კურსს, რომლის დროსაც სტაჟიორები პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, შეიძენენ თეორიულ ცოდნას სხვადასხვა მიმართულებით.
სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 6 თვიდან 12 თვემდე ვადით, სტაჟირების პირველი 6 თვის განმავლობაში მიღებული ცოდნისა და გამოვლენილი უნარების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს გაუგრძელდება სტაჟირების ვადა დამატებით 6 თვე. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა შესაძლებლობა დასაქმდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.
-  კანდიდატები,
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე: www.hr.gov.ge;
- კანდიდატების შეფასება მოხდება პოზიციის შესაბამისი როგორც პიროვნული, ასევე პროფესიული უნარების მიხედვით;
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი ან ცნობა - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან და წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი.
- სტაჟირების პროგრამა ითვალისწინებს სტაჟირების გავლას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თბილისის და ქუთაისის ოფისებში.
არასრულად წარმოდგენილი მონაცემების (დოკუმენტების) შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მე-2 ეტაპზე.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება კონკურსის შედეგების შესახებ მიიღება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება