ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 6


ვაკანსიის N 51493     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
მერის წარმომადგენელი აღვის ადმინისტრაციულ ერთეულში
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია
ადგილობრივი თვითმმართველობა
განცხადების ბოლო ვადა
22.08.2018
თანამდებობრივი სარგო:
900 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ცაგერი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             - მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული პრობლემებისა და აგრეთვე მათი შესაძლო გზების შესახებ. 
- მერის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას.
- უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას.
- მერის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას.
- დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოების, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, ოჯახის სოციალური და მატერიალური მდგომარეობის შესახებ.
- მერს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ.
- თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურისა და ისტორიული ძეგლების, მუნიციპალური და სახელმწიფო ქონების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს მერს.
- ხელს უწყობს შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ღონისძიებების გატარებაში. 
- აწვდის მერს ინფორმაციას ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ეკომიგრანტებისა და დევნილების რაოდენობისა და მათი საყოფაცხოვრებო მდგომარეობის შესახებ.
- აწვდის მერს ინფორმაციას ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ელექტრო ენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ. 
-სამოქალაქო აქტების შესახებ'' საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით ახორციელებს დაბადების რეგისტრაციის თაობაზე (თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე) შეტყობინების მიწოდებას, გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგანასა და გაცემას, პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში გაგზავნას.
- "სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ'' სქართველოს კანონის საფუძველზე ადგენს ადგილზე დათვალიერების ოქმს.
- "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ'' საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ანხორციელებს მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრებთა მონიტორინგს და მასალებს წარუდგენს მერის შესაბამის სამსახურსა და საბჭოს.
- შესაბამის საბჭოს აწვდის ინფორმაციას პირის ადგილზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის შესახებ.
- აწარმოებს გაცემული ცნობების რეესტრს და გაცემული ცნობების ასლების შენახვას.
- მერის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

- საქართველოს კონსტიტუცია   .      

- ევროპული ქარტია,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ''.

- საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი''.

- საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ''.

- საქართველო ორგანული კანონი ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი''( I,II,III,IV) თავები.

- ,,,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის დებულების დამტკიცების შესახებ'' ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის  10 ნოემბრის N 40 დადგენილება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            დამაკმაყოფილებელი
Microsoft Office Excel            დამაკმაყოფილებელი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ცაგერი, რუსთაველის ქ. №58
საკონტაქტო ტელეფონები
551 40 31 40
საკონტაქტო პირი
მირზა ქომეთიანი

დამატებითი მოთხოვნები
                    საფინანსო-ეკონომიური, საინჟინრო, აგრონომიული, პედაგოგიური, მოქალაქეებთან ურთიერთობის ან საორგანიზაციო მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.
- ეფექტური კომუნიკაციისა უნარი;
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპლექსური აზროვნება;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კანდიდატმა „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ბლოკში აუცილებლად უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხოურენოვანი დიპლომის შემთხვევაში, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი); 
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის სათანადოდ გაფორმებული ასლი (შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღი და დაკავებული თანამდებობა). 
- კანდიდატის, რომლის წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ გააგრძელებს კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობას.
- კონკურსანტი, რომელიც არ მიეკუთვნება პროფესიულ საჯარო მოხელეს კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში დაინიშნება კანონმდებლობით დაშვებული 12 თვიანი გამოსაცდელი ვადით.
- გასაუბრების ჩატარების ადგილის, თარიღის, დროის და მათ მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია კანდიდატს ეცნობება მათ მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ან მართვის მოწმობა) გარეშე გამოცხადებული კანდიდატი გასაუბრების ეტაპზე არ დაიშვება.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემის საფუძველზე, განცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება