ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

11 დღე, 1 საათი, 32 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 42


ვაკანსიის N 51426     

პოზიციის დასახელება
სსიპ - საპენსიო სააგენტოს დირექტორი
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ორგანიზაციის შესახებ
                    საპენსიო სააგენტო არის ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე. 
                    
კატეგორია
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა
29.08.2018
თანამდებობრივი სარგო:
10000 ლარიდან 15000 ლარამდე
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             საპენსიო სააგენტოს დირექტორი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირს. საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობებში შედის საპენსიო სააგენტოს მართვა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნების მიღწევის უზრუნველყოფის მიზნით. დირექტორი არ მონაწილეობს საპენსიო აქტივების საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების პროცესში და ანგარიშვალდებულია საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე. საპენსიო აქტივების მართვასა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელია უფროსი საინვესტიციო ოფიცერი და საინვესტიციო საბჭო „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 

საპენსიო სააგენტოს დირექტორის უშუალო მოვალეობებია, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: 
•	საპენსიო სააგენტოს ინსტიტუციონალური ჩამოყალიბების პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და მართვა; 
•	„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის და საპენსიო სააგენტოს დებულების შესაბამისად საპენსიო სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავება;  
•	საპენსიო სააგენტოს საქმიანობის წესების (შინაგანაწესის) შემუშავება და წარდგენა სამეთვალყურეო საბჭოსთვის დასამტკიცებლად; 
•	„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საპენსიო სააგენტოს ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშების რეგისტრირების, მართვისა და ადმინისტრირების წესების შემუშავება და წარდგენა სამეთვალყურეო საბჭოსთვის დასამტკიცებლად; 
•	„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საპენსიო სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემის (საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა) შემუშავების პროცესის ხელმძღვანელობა, ტესტირება და დანერგვა ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშების მართვის მიზნით; 
•	საპენსიო სააგენტოს ყოველდღიური მიმდინარე საქმიანობის მართვა და ხელმძღვანელობა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; 
•	საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; 
•	საპენსიო სააგენტოს თანამშრომელთა შერჩევის, დანიშვნის და გათავისუფლების პროცესის ხელმძღვანელობა და მართვა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; 
•	საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებების განხორციელება და შესაბამისი ანგარიშგება; 
•	საპენსიო სააგენტოს მიერ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული უფლებამოვალეობების შესრულების უზრუნველყოფა, მათ შორის, შიდა კონტროლის მექანიზმების და მართვის სისტემის ხარისხის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა; 
•	საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტის შემუშავება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი ეფექტური მართვა ჯანსაღი ფინანსური მართვის პრინციპების შესაბამისად; 
•	შესაბამისი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით; 
•	საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლობა დაინტერესებულ მხარეებთან და საზოგადოებასთან საპენსიო სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხთან მიმართებაში; 
•	ყოველწლიური ანგარიშგება საქართველოს პარლამენტის წინაშე „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
5 წელი
პროფესია
ეკონომიკური, ფინანსები ან ბიზნეს სამართალი
საკონკურსო თემატიკა
                    
  •  საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს კანონი ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
  •  საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ";
  • საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ (სამართლებრივი აქტების ცოდნის დონე შემოწმდება გასაუბრების ეტაპზე).

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       C2       C2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ.№16
საკონტაქტო ტელეფონები
2 26 16 75 2 26 15 47
საკონტაქტო პირი
სალომე ბიწაძე

დამატებითი მოთხოვნები
                    •	ფინანსურ ინსტიტუტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, სასურველია კანდიდატს გააჩნდეს აქტივების მართვის გამოცდილება ან/და საპენსიო სქემების პრინციპების ცოდნა. 

•      საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) ცოდნა;

•	სსიპ-საპენსიო სააგენტოს დირექტორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.

	შემდეგი უნარ-ჩვევები:
o	მართვის უნარი;
o	გუნდური მუშაობის უნარი;
o	კრიტიკული აზროვნების უნარი;
o	არგუმენტაციის უნარი;
o	დროის მართვის უნარი;
o	მონაცემთა ანალიზის უნარი;
o	მიზანდასახულობა.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კანდიდატი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე მისაღებად შეირჩევა გამარტივებული კონკურსის საფუძველზე.

გამარტივებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამარტივებული კონკურსის გამოცხადების დღიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, გაიაროთ რეგისტრაცია და გამოაგზავნოთ განცხადება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე: http://www.hr.gov.ge.  

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

•	უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
•	შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი.
•	სამოტივაციო წერილი;

•	ინგლისური ენის ცოდნის დონე შემოწმდება გასაუბრების ეტაპზე.

•	არ შეიძლება საპენსიო სააგენტოს დირექტორად დაინიშნოს ნასამართლევი პირი ან პირი, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოში გამოცხადებული იყო გაკოტრებულად ან ფინანსური ინსტიტუტის მართვისთვის შეუფერებლად; 
•	საპენსიო სააგენტოს დირექტორზე ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები.
•	საპენსიო სააგენტოს დირექტორი არ შეიძლება უწევდეს პროფესიულ მომსახურებას საპენსიო სააგენტოს აქტივების მმართველ კომპანიას ან სპეციალიზებულ დეპოზიტარს საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობის დატოვებიდან თორმეტი (12) თვის განმავლობაში.

გამარტივებული კონკურსის შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატი ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 14 სექტემბერი;  

გამარტივებული კონკურსის შედეგების შესაბამისად, საუკეთესო კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სსიპ-საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო. 


                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება