ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 30


ვაკანსიის N 51076     

პოზიციის დასახელება
სამმართველოს უფროსი/ფინანსური მენეჯერი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრი
კატეგორია
ფინანსები
განცხადების ბოლო ვადა
26.07.2018
თანამდებობრივი სარგო:
2100 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             • სამმართველოს მუშაობის დაგეგმვა და ხელმძღვანელობა;
• საქართველოს სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში მუშაობა;
• შემოსავლების სამსახურის ელექტრონული მომსახურების სისტემაში მუშაობა;
• ცენტრის წლიური ბიუჯეტის დაგეგმვა და წარდგენა;
• ცენტრის საშტატო ნუსხის, სახელფასო ფონდის, მატერიალური წახალისების ფონდისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საბიუჯეტო პარამეტრებისა და ლიმიტების დაგეგმვა და მაკონტროლებელთან შეთანხმება;
• დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება და მაკონტროლებელთან შეთანხმება;
• კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დამტკიცებული ფორმების მიხედვით ფინანსური ანგარიშების მომზადება და დანიშნულებისამებრ წარდგენა;
• გაცემული გრანტების ფარგლებში ფინანსური მონიტორინგის განხორციელება;
• ბიუჯეტიდან მიღებული კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების ფარგლებში მარაგების და ნაკადების აღრიცხვა;
• სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება,შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
• სატენდერო პროცედურების წარმართვის, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემისა და აღრიცხვის უზრუნველყოფა;
• საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
• მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფის ორგანიზება;
• კონტროლი სამეურნეო დოკუმენტაციაზე; 
• დადგენილ ვადებში შესყიდვების გეგმების განხილვა და წარდგენა;
• შესყიდვის საშუალებების მიხედვით მიმწოდებლებთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
• მიმწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მონიტორინგი;
• მიმწოდებლებთან მიღება-ჩაბარების აქტებისა და კანონმდებლობის შესაბამისად სხვა პირველადი დოკუმენტაციის სათანადო წესით გაფორმება;
• წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით, სახელმწიფოს შესყიდვების პროცედურების ორგანიზება და კანონმდებლობის შესაბამისად, ხელშეკრულების მომზადება და გაფორმება.
• დაქვემდებარებაში შემავალი სტრუქტურული ერთეულის სტრატეგიული გეგმის მომზადება და მისი შესრულების უზრუნველყოფა. 

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
3 წელი
პროფესია
ფინანსისტი ან ეკონომისტი
საკონკურსო თემატიკა
                    

• საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

• „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;

• „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება;

• „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანება;

• „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანება;

•  „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი;

• „სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების ფორმებისა და მათი წარდგენის ვადების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 აპრილის №112 ბრძანება;

• „სახელმწიფო ფინანსების აღრიცხვის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №41 დადგენილება;

• „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

• „სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის #16 ბრძანებით დამტკიცებული დებულება;

• საქართველოს შრომის კოდექსი;



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. №8
საკონტაქტო ტელეფონები
2944011

დამატებითი მოთხოვნები
                    • სასურველია მაგისტრის ხარისხი;
• 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
• სასურველია სამუშაო გამოცდილება ბუღალტრული აღრიცხვის ან/და ბიუჯეტების დაგეგმვის, ასევე შესრულების კონტროლის მიმართულებით;
• სასურველია უცხო ენების ფლობა (ინგლისური და რუსული ენის მცოდნე კანდიდატს მიენიჭება უპირატესობა);
• გუნდური მუშაობის უნარი; 
• კრიტიკულ და სტრესულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი; 
• ინიციატივისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; 
• პასუხისმგებლობის გრძნობა; 
• ორგანიზებულობა; 
• წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.


                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კანდიდატმა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ბლოკში უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სამოტივაციო წერილი.
გასაუბრების ეტაპზე შესაძლებელია კანდიდატისგან კომისიის მიერ მოთხოვნილი იქნას - სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა (შრომის წიგნაკი, შრომითი ხელშეკრულების ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან);
რეკომენდატორად მითითებულ პირთაგან შესაძლებელია მოთხოვნილი იქნას ზეპირად ან წერილობით კანდიდატის დახასიათება;
კანდიდატმა უნდა მიუთითოს რეკომენდატორების (სასურველი რაოდენობა - ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და მათ მიერ დაკავებული თანამდებობა, ასევე წარმოადგინოს ინფორმაცია გავლილი ტრენინგების შესახებ შესაბამის ველში. 

• წერითი დავალება გულისხმობს ტესტირებას ვაკანსიის ტექსტში მითითებული საკანონმდებლო აქტების და ზოგადი უნარ-ჩვევების მიხედვით;
• გასაუბრების ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის აპლიკანტები, რომლებიც გადალახავენ ტესტირების 50%-იან ბარიერს, ანუ ტესტირებაში მაქსიმალური 100 ქულიდან მიიღებენ 51 ქულას;
• ტესტი შედგება სამ ნაწილად და მიღებული ქულების გამოთვლა ხდება შემდეგი პრინციპით: ტესტირების ლოგიკურ ნაწილს ენიჭება - 20%-იანი წონა, ანალოგიების ნაწილს - 10%-იანი წონა, პროფესიულ ნაწილს - 70%-იანი წონა.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, ორგანიზაცია გთავაზობთ: 
• პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას; 
• თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გადაწყვეტილებას იღებს კომისია ქულათა სისტემით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება