ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

4 დღე, 3 საათი, 52 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 9


ვაკანსიის N 49882     

პოზიციის დასახელება
საპროექტო განყოფილების უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
ორგანიზაციის შესახებ
                    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სამსახურის მიზნებს წარმოადგენს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება.

                    
კატეგორია
არქიტექტურა
განცხადების ბოლო ვადა
25.06.2018
თანამდებობრივი სარგო:
1600 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             ა) სამსახურის მიერ შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტებზე მონიტორინგი და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, დამკვეთისთვის/მენაშენესთვის შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მიცემა;

ბ) განსაკუთრებული არქიტექტურული და ქალაქმშენებლობითი მნიშვნელობის მქონე, ახლად ასაშენებელი და სარეკონსტრუქციო ობიექტების დაპროექტების, ესკიზური, ვარიანტული და საკონკურსო დამუშავების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;

გ) თბილისის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის საპროექტო-საინვესტიციო წინადადებების მომზადება;

დ) მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული კორესპონდენციის განხილვა;

ე) სამსახურის გამართული მუშაობის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ვ) განყოფილების ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების წარმოება და მომზადება;

ზ) სამსახურის უფროსის დავალებების შესრულება;

თ) დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
პროფესია
არქიტექტორი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

გ) საქართველოს ორგანული კანონი ,, საქართველოს შრომის კოდექსი“;

დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ვ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

ზ)საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

თ) საქართველოს კანონი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“;

ი) საქართველოს კანონი ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“

კ)  საქართველოს კანონი ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“

ლ) საქართველოს კანონი ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“

მ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“

ნ) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი; 

ო) ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი;

პ) საქართველოს კანონი ,,ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ ;

ჟ) ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს  მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება;

რ) ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14–39 დადგენილება;

ს) ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის N13-35 დადგენილება;

ტ) ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“  ქალაქ თბილსის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  12 დეკემბრის  17–52  დადგენილება;

უ) ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილსის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  12 დეკემბრის  17–51  დადგენილება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
ArchiCAD            კარგი
AutoCAD            კარგი
Arc GIS            კარგი
MS office applications            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, შარტავს ქ. №7
საკონტაქტო ტელეფონები
577977388
საკონტაქტო პირი
ირმა სეხნიაშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    ა) კანდიდატს უნდა ჰქონდეს არქიტექტურის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
ბ) წერისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსთან დაკავშირებით მოთხოვნებში მითითებული საკანონმდებლო აქტების გასაცნობად ეწვიეთ ვებ - გვერდს: www.tas.ge; https://matsne.gov.ge/.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთონ:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი; 
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
გ) სამოტივაციო წერილი, სადაც დასაბუთებულად იქნება წარმოჩენილი, თუ რატომ გსურთ არქიტექტურის სამსახურში მუშაობის დაწყება და რატომ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება კონკრეტულ ვაკანსიას. 

შენიშვნა: კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ ფორმით განსაზღვრულ მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას. კონკურსის ეტაპების შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება