ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 14


ვაკანსიის N 49691     

პოზიციის დასახელება
ფინანსისტი - ეკონომიკური სამმართველო
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრი
კატეგორია
ფინანსები
განცხადების ბოლო ვადა
13.05.2018
თანამდებობრივი სარგო:
950 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში არსებული საგრანტო ხელშეკრულებების და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (ანგარიშები, ტრანშის მოთხოვნის წერილები, თანხის დაბრუნება, მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება და ა.შ.) განხილვა;
• სსიპ - „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;
• სსიპ - „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორის და ეკონომიკური სამმართველოს უფროსი/ფინანსური მენეჯერის სამსახურეობრივ საკითხებთან დაკავშირებული მითითებების შესრულება.


            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

• საქართველოს შრომის კოდექსი;

• „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

• საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

• „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;

• „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება;

• ,,სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანება;

• „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანება;



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B2       B2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, წერეთლის №8
საკონტაქტო ტელეფონები
2944011

დამატებითი მოთხოვნები
                    •  სასურველია მაგისტრის ხარისხი;
• 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების სფერო;
• გუნდური მუშაობის უნარი; 
• კრიტიკულ და სტრესულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი; 
• ინიციატივისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; 
• პასუხისმგებლობის გრძნობა; 
• ორგანიზებულობა; 
• წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი. 
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კანდიდატმა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ბლოკში უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომის წიგნაკი, შრომითი ხელშეკრულების ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან);
- სამოტივაციო წერილი.
კანდიდატმა უნდა მიუთითოს რეკომენდატორების (სასურველი რაოდენობა - ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და მათ მიერ დაკავებული თანამდებობა, ასევე წარმოადგინოს ინფორმაცია გავლილი ტრენინგების შესახებ შესაბამის ველში. 

• წერითი დავალება გულისხმობს ტესტირებას ვაკანსიის ტექსტში მითითებული საკანონმდებლო აქტების და ზოგადი უნარ-ჩვევების მიხედვით;
• გასაუბრების ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის აპლიკანტები, რომლებიც გადალახავენ ტესტირების 50%-იან ბარიერს, ანუ ტესტირებაში მაქსიმალური 100 ქულიდან მიიღებენ 51 ქულას;
• ტესტი შედგება სამ ნაწილად და მიღებული ქულების გამოთვლა ხდება შემდეგი პრინციპით: ტესტირების ლოგიკურ ნაწილს ენიჭება - 20%-იანი წონა, ანალოგიების ნაწილს - 10%-იანი წონა, პროფესიულ ნაწილს - 70%-იანი წონა.


ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, ორგანიზაცია გთავაზობთ: 
• პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას; 
• თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს. 
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გადაწყვეტილებას იღებს კომისია ქულათა სისტემით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება