ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 12


ვაკანსიის N 49690     

პოზიციის დასახელება
სამმართველოს უფროსი/ფინანსური მენეჯერი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრი
კატეგორია
ფინანსები
განცხადების ბოლო ვადა
13.05.2018
თანამდებობრივი სარგო:
2100 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             • სამმართველოს მუშაობის დაგეგმვა და ხელმძღვანელობა;
• საქართველოს სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში მუშაობა;
• შემოსავლების სამსახურის ელექტრონული მომსახურების სისტემაში მუშაობა;
• ცენტრის წლიური ბიუჯეტის დაგეგმვა და წარდგენა;
• ცენტრის საშტატო ნუსხის, სახელფასო ფონდის, მატერიალური წახალისების ფონდისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საბიუჯეტო პარამეტრებისა და ლიმიტების დაგეგმვა და მაკონტროლებელთან შეთანხმება;
• დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება და მაკონტროლებელთან შეთანხმება;
• კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დამტკიცებული ფორმების მიხედვით ფინანსური ანგარიშების მომზადება და დანიშნულებისამებრ წარდგენა;
• გაცემული გრანტების ფარგლებში ფინანსური მონიტორინგის განხორციელება;
• ბიუჯეტიდან მიღებული კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების ფარგლებში მარაგების და ნაკადების აღრიცხვა;
• სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება,შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
• სატენდერო პროცედურების წარმართვის, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემისა და აღრიცხვის უზრუნველყოფა;
• საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
• მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფის ორგანიზება;
• კონტროლი სამეურნეო დოკუმენტაციაზე; 
• დადგენილ  ვადებში  შესყიდვების  გეგმების  განხილვა  და  წარდგენა;
• შესყიდვის საშუალებების მიხედვით მიმწოდებლებთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
• მიმწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მონიტორინგი;
• მიმწოდებლებთან მიღება-ჩაბარების აქტებისა და კანონმდებლობის შესაბამისად სხვა პირველადი დოკუმენტაციის სათანადო წესით გაფორმება;
• წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით, სახელმწიფოს შესყიდვების პროცედურების ორგანიზება და კანონმდებლობის შესაბამისად, ხელშეკრულების მომზადება და გაფორმება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
5 წელი
პროფესია
ფინანსისტი ან ეკონომისტი
საკონკურსო თემატიკა
                    

• საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
• „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;
• „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება;
• „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანება;
• „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანება;
•  „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი;
• „სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების ფორმებისა და მათი წარდგენის ვადების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 აპრილის №112 ბრძანება;
• „სახელმწიფო ფინანსების აღრიცხვის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №41 დადგენილება;
• „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
• „სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის #16 ბრძანებით დამტკიცებული დებულება;

• საქართველოს შრომის კოდექსი;



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. №8
საკონტაქტო ტელეფონები
2944011

დამატებითი მოთხოვნები
                    • სასურველია მაგისტრის ხარისხი;
• 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის სახელმწიფო სამსახურში და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
• სასურველია სამუშაო გამოცდილება ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით.
• ინგლისური და რუსული ენის მცოდნე კანდიდატს მიენიჭება უპირატესობა;
• გუნდური მუშაობის უნარი; 
• კრიტიკულ და სტრესულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი; 
• ინიციატივისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; 
• პასუხისმგებლობის გრძნობა; 
• ორგანიზებულობა; 
• წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი. 
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კანდიდატმა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ბლოკში უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომის წიგნაკი, შრომითი ხელშეკრულების ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან);
- სამოტივაციო წერილი.
კანდიდატმა უნდა მიუთითოს რეკომენდატორების (სასურველი რაოდენობა - ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და მათ მიერ დაკავებული თანამდებობა, ასევე წარმოადგინოს ინფორმაცია გავლილი ტრენინგების შესახებ შესაბამის ველში. 

• წერითი დავალება გულისხმობს ტესტირებას ვაკანსიის ტექსტში მითითებული საკანონმდებლო აქტების და ზოგადი უნარ-ჩვევების მიხედვით;
• გასაუბრების ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის აპლიკანტები, რომლებიც გადალახავენ ტესტირების 50%-იან ბარიერს, ანუ ტესტირებაში მაქსიმალური 100 ქულიდან მიიღებენ 51 ქულას;
• ტესტი შედგება სამ ნაწილად და მიღებული ქულების გამოთვლა ხდება შემდეგი პრინციპით: ტესტირების ლოგიკურ ნაწილს ენიჭება - 20%-იანი წონა, ანალოგიების ნაწილს - 10%-იანი წონა, პროფესიულ ნაწილს - 70%-იანი წონა.


ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, ორგანიზაცია გთავაზობთ: 
• პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას; 
• თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს. 
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გადაწყვეტილებას იღებს კომისია ქულათა სისტემით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება