ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 41


ვაკანსიის N 49156     

თანამდებობის დასახელება
პირველი რანგი - საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება
სტრატეგიული დაგეგმვის და მონიტორინგის სამსახურის უფროსი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
კატეგორია
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა
24.04.2018
თანამდებობრივი სარგო:
3800 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             1.	სტრატეგიული დაგეგმვის და მონიტორინგის სამსახურის საქმიანობის დაგეგმვა, დელეგირება დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის და მოსამსახურეების მიერ ყოველდღიური სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების კონტროლი;
2.	სტრატეგიული დაგეგმვის და მონიტორინგის სამსახურის მიერ შემუშავებული პროგრამის /ქვეპროგრამის მართვა, ბიუჯეტის დაგეგმვა და ანგარიშგება;
3.	სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული შესაბამისი დოკუმენტების ხელმოწერა/ვიზირება და სტრუქტურული ერთეულის სახელით მოხსენებითი ბარათის წარდგენა მინისტრის სახელზე;
4.	სამსახურის   თანამშრომელების  შესრულებული სამუშაოს შეფასება, ამის  შედეგად  პროფესიული განვითარებისთვის გამოვლენილი საჭიროებების განსაზღვრა  და შუამდგომლობა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან;
5.	სამინისტროს  დებულების შესაბამისად, მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულება; 
6.	კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს  ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ერთეულებთან და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალ იურიდიულ პირებთან კოორდინირებული მუშაობა,  კომუნიკაცია, თანამშრომლობა  და მათი საქმიანობის ხელშეწყობა;
7.	სამთავრობო უწყებებთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან, კერძო  და სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა ან/და კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
8.	საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით კულტურისა და სპორტის სფეროებში/დარგებში სამინისტროსთვის განსაზღვრული ვალდებულებებისა  და რეკომენდაციების შესრულების/იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშების მომზადების კოორდინაცია;
9. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი წარმართავს და კოორდინაციას უწევს კულტურისა და სპორტის სფეროებში პოლიტიკის დოკუმენტების (სტრატეგიების, სამოქმედო გეგმების და სხვ.) შემუშავების, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესს, როგორც სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, ისე - სხვადასხვა სამთავრობო უწყების დონეზე და უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას ფართო საზოგადოებისათვის. 
 


            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება
5 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

საქართველოს კონსტიტუცია,

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი,

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი,

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი,

„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი, 

„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონი,

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №601 განკარგულებით დამტკიცებული „სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი,

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის N303 დადგენილებით დამტკიცებული  „კულტურის სტრატეგია 2025“, საქართველოს მთავრობის  2018 წლის 21 თებერვლის N96 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება“,

„კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვის შესახებ“ იუნესკოს კონვენცია.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       C1       C1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი სანაპიროს 4
საკონტაქტო ტელეფონები
2982712
საკონტაქტო პირი
ლალი მახათაძე

დამატებითი მოთხოვნები
                    1. უმაღლესი  განათლება მაგისტრის აკადემიური ხარისხი - კულტურის, ხელოვნების, სპორტის, კულტურის/სპორტის მენეჯმენტის, კულტურის/სპორტის პოლიტიკის, საჯარო პოლიტიკის ან საჯარო მმართველობის, სფეროში; 
2. კულტურის, ხელოვნების, სპორტის, კულტურის/სპორტის მენეჯმენტის, კულტურის/სპორტის პოლიტიკის, საჯარო პოლიტიკის ან საჯარო მმართველობის  სფეროში მუშაობის  არანაკლებ 5-წლიანი, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
3. პოლიტიკის დოკუმენტის შექმნის, ანალიზის, შეფასების თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
4.  სამოქმედო/სტრატეგიული გეგმის შემუშავების გამოცდილება;
5.  სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებთან, დონორ ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობის/მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
6. საჯარო ღონისძიებების (კონფერენციების, სემინარების, შეხვედრების და სხვა) წარმართვის გამოცდილება;
7. პროექტების პროგრამებისა და ბიუჯეტის დაგეგმვის/ანგარიშგების გამოცდილება;
8. დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული ან იტალიური ან გერმანული ან რუსული) - A1.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1) ჩემი რეზიუმეს ველში - "განათლება" ატვირთეთ განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
2) რეკომენდატორების გრაფაში ატვირთეთ არანაკლებ ერთი სარეკომენდაციო წერილი (ხელმოწერით და ბეჭდით (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში)), მიმდინარე თარიღით, რომელშიც რეკომენდატორი დასაბუთებულად აღწერს კონკურსანტის (თქვენს), შეფასებასა და შესაბამისობას კონკრეტული ვაკანსიის მიმართ (ვაკანსიის მითითებით);
3) რეკომენდატორების გრაფაში მიუთითეთ იმ პირის (თქვენი ყოფილი ან ამჟამინდელი უშუალო ხელმძღვანელის ან სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის თანამშრომლის) საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც დაგვიდასტურებს თქვენს სამუშაო გამოცდილებას არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილებას; 
4) შეავსეთ სამოტივაციო წერილის გრაფა, სადაც დასაბუთებულად იქნება წარმოჩენილი, თუ რატომ გსურთ კულტურისა და სპორტის სამინისტროში მუშაობის დაწყება და რატომ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება კონკრეტულ ვაკანსიას.

ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანდიდატი ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.


                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს  ხმათა უმრავლესობით აპლიკაციების წარდგენის ვადის დასრულებიდან 2 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება