ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 25


ვაკანსიის N 48156     

პოზიციის დასახელება
კომერციული ატაშე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში
კონკურსის ტიპი
სხვა
ორგანიზაცია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს და ახორციელებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ამოცანებს. სამინისტროს საქმიანობის ძირითადი სფეროებია: ეკონომიკური პოლიტიკა; ეკონომიკური ზრდის ანალიზი; მდგრადი განვითარება; ვაჭრობა და ინვესტიციები; წარმოებისა და მომსახურების ხელშეწყობა; ტურიზმი; სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა; ურბანული განვითარება და სივრცით-ტერიტორიული მოწყობა; მშენებლობა; ელექტრონული კომუნიკაციები; ინოვაციური ეკოსისტემისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება და ხელშეწყობა;  ფოსტა; ტრანსპორტი და ლოგისტიკა; სტანდარტიზაცია და მეტროლოგია; აკრედიტაცია; კაპიტალის ბაზრის განვითარება; საპენსიო სისტემის რეფორმა; ქვეყნის ბრენდის განვითარება; წიაღის მდგრადი მართვა.
                    
კატეგორია
სავაჭრო წარმომადგენლობა
განცხადების ბოლო ვადა
19.03.2018
თანამდებობრივი სარგო:
შეთანხმებით
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
არაბთა გაერთიანებული საამიროები
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             კომერციული ატაშეების საქმიანობა ხელს შეუწყობს საგარეო ვაჭრობის საკითხებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ექსპორტის ხელშეწყობაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, საერთაშორისო ტურისტების მოზიდვასა და საერთაშორისო ბიზნეს-ტენდენციების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გაცნობასა და საქართველოში დანერგვაზე.  კომერციული ატაშე ხელს შეუწყობს ქართველი ექსპორტიორების და მათ მიერ ნაწარმოები პროდუქციის შეღწევას მიზნობრივ ბაზრებზე და კონტრაქტების მოპოვებას. კომერციული ატაშე ასევე პასუხისმგებელი იქნება შესაბამის ქვეყანაში პოტენციური ინვესტორებისთვის საქართველოში არსებული შესაძლებლობების გაცნობაზე და ახალი ინვესტორების მოზიდვაზე. 
შერჩეული კანდიდატები შესაბამისი სპეციფიური გადამზადების შემდეგ მუშაობას შეუდგებიან 2018 წლის განმავლობაში. კომერციული ატაშე იქნება უფროს დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული პირი, რომელიც შედის დიპლომატიური წარმომადგენლობის შემადგენლობაში. კომერციული ატაშეს როტაციის ვადა არის 3 წელი.
კომერციული ატაშეს  ძირითადი ფუნქციები დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდზე (http://www.economy.ge/) 
            
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
5 წელი


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            ძალიან კარგი
Microsoft Office Excel            ძალიან კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       C2       C2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, ჭოველიძის ქ. 10ა
საკონტაქტო ტელეფონები
2991016 2991107
საკონტაქტო პირი
თეა რუსიტაშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    
პირი, კომერციული ატაშეს  თანამდებობაზე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, ფლობდეს ქართულ ენას და უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

უმაღლესი განათლება შემდეგ სფეროებში:
•	საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი
•	საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები
•	ბიზნესის ადმინისტრირება
•	საერთაშორისო ვაჭრობა
•	საერთაშორისო ურთიერთობები
•	საერთაშორისო ფინანსები, ინვესტიციები და ფინანსური პორტფელების მართვა
•	საერთაშორისო სამართალი 
•	მარკეტინგი

გამოცდილება:

ა) არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება კერძო სექტორში: საერთაშორისო ვაჭრობის ან ინვესტიციების მიმართულებით ან საფინანსო სექტორში. ასევე,  ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
ან/და 
ბ) არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო სტრუქტურაში საერთაშორისო ეკონომიკური მიმართულებით. ასევე, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;

* არაბული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

უნარ-ჩვევები:

-	ეფექტური კომუნიკაციის და ანგარიშგების უნარები (წერითი და ვერბალური), მათ შორის განაცხადში მითითებულ უცხო ენაზე (ენებზე);
-	პრიორიტეტების ცვლილების შესაბამისად მოქნილობისა და სწრაფი ადაპტაციის უნარი;
-	პრეზენტაციის მომზადებისა და ეფექტურად წარდგენის უნარი;
-	დაგეგმვისა და ორგანიზების მაღალი კულტურა;
-	ლიდერის პიროვნული თვისებები/ლიდერული უნარ-ჩვევები.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    შერჩევის პროცესი გაიმართება რამდენიმე ეტაპად:
1.	განაცხადების მიღება და გადარჩევა;
2.	წერითი დავალების შესრულება (ქართულ და უცხო ენებზე);
3.	პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა (ქართულ და უცხო ენებზე); 
4.	გასაუბრება (ქართულ და უცხო ენებზე);
5.	შესაბამისი სპეციფიური ტრენინგების წარმატებით გავლა.  

განაცხადი  შესაძლებელია გაკეთდეს მხოლოდ ერთ ადგილსამყოფელი ქვეყანის კომერციული ატაშეს თანამდებობაზე. ორ ან მეტ ადგილსამყოფელ ქვეყანაზე გაკეთებული განაცხადი არ განიხილება.
სავალდებულოა მითითებული  განათლებისა და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების განაცხადთან ერთად ატვირთვა. ამ დოკუმენტაციის გარეშე, განაცხადი არ განიხილება. 

აუცილებელია კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა, სადაც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ მიიჩნევს, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას.

აუცილებელია, კანდიდატმა რეკომენდატორების გრაფაში მიუთითოს მინიმუმ 2 რეკომენდატორის სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კომერციული ატაშეს ანაზღაურება იქნება $5800-დან $6800-მდე.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით  შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ. შუალედური გადაწყვეტილებები მიიღება ყოველი საკონკურსო ეტაპის (მათ შორის სწავლების) შემდეგაც.  შერჩევის პროცესი (მათ შორის, სწავლების ჩათვლითაც) გაიმართება 3 თვის განმავლობაში.
                

საწყის გვერდზე დაბრუნება