ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 7


ვაკანსიის N 47902     

თანამდებობის დასახელება
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება
საორგანიზაციო განყოფილების უფროსი
კონკურსის ტიპი
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო
კატეგორია
ადგილობრივი თვითმმართველობა
განცხადების ბოლო ვადა
23.02.2018
თანამდებობრივი სარგო:
1100 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ახალქალაქი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ახორციელებს  მეორადი სტრუქტურული ერთეულისა და მეორადი სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) ამ დებულებით განსაზღვრული მეორადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, შეიმუშავებს და აპარატის უფროსს წარუდგენს  მოსამსახურეთა ფუნქციურ განაწილებასა და სამუშაო გეგმას;
დ) განსაზღვრავს მეორადი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ვ) განსაზღვრავს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს; შეიმუშავებს წინადადებებს  მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;
ზ) უქმნის მეორადი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, საიდუმლოების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსის წინაშე.
4. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, აპარატის უფროსის დავალებით მის მოვალეობებს ასრულებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოხელე.


            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

- საქართველოს კონსტიტუცია;

- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

- საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი‘‘ (I, II, III და IV თავები);

- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი‘‘;

- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის N2 დადგენილება  „ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  აპარატის დებულების  დამტკიცების შესახებ“

-  ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N17 დადგენილება   "ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს დებულების  (რეგლამენტის) დამტკიცების  შესახებ“



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. ახალქალაქი, მ. მაშტოცის ქუჩა 33
საკონტაქტო ტელეფონები
599 417941; 599 959264; 595302479
საკონტაქტო პირი
გოარიკ აკოპიან

დამატებითი მოთხოვნები
                     საორგანიზაციო საკითხების  სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
1. ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
2. კომპლექსური აზროვნების უნარი; 
3. სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი; 
4. ცვლილებების ინიციირებისა და მართვის უნარი;
5. თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი; 
6. მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
7. პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი; 
8. გუნდის განვითარების უნარი. 

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    - დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან, ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 (ერთი) წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში;

- პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით იყო დასაქმებული, ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს;

- აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ იგი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში;

- კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით;
- "ჩემი რეზიუმეს" შესაბამის ველში კანდიდატმა უნდა ატვირთოს:
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; 
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება