ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 19


ვაკანსიის N 47900     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
საორგანიზაციო განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო
კატეგორია
ადგილობრივი თვითმმართველობა
განცხადების ბოლო ვადა
23.02.2018
თანამდებობრივი სარგო:
780 ლარი
ადგილების რაოდენობა
2
სამსახურის ადგილმდებარეობა
ახალქალაქი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             საორგანიზაციო განყოფილება:
ა) ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს სამუშაო ჯგუფების,  საკრებულოს საკონსულტაციო ორგანოების  სხდომების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
ბ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სხდომებზე წესრიგის დაცვას, კენჭისყრის პროცედურის ჩატარებას, ხმების დათვლას, სხდომის ოქმების შედგენას, სხდომაზე გამოთქმულ წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას;
გ) ორგანიზებას უწევს სხდომებზე მოწვეულ პირთა გაფრთხილებას და მოწვევას, ახდენს მათ რეგისტრაციას;
დ) ორგანიზებას უწევს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას;
ე) ორგანიზაციულ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში;
ვ) ახდენს ინიცირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას; 
ზ) უზრუნველყოფს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებისა და აღსრულების პროცედურულ საკითხთა შესრულებას;
თ) საკრებულოს ორგანოების სამუშაო გეგმების საფუძველზე ამზადებს საკრებულოს წლიური სამუშაო გეგმის პროექტს, აკონტროლებს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხილვის ვადების დაცვას;
ი) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების კომუნიკაციას მოსახლეობასთან, მასმედიასთან, იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო და სხვა ორგანოებთან;
კ) საკრებულოს საქმიანობის გაშუქება, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების ინფორმირტება საკრებულოს საქმიანობის და დაგეგმილ ღონისძიებათა შესახებ. პრესისა და მასმედიის საშუალებებში გაშუქებული მასალების ანალიზი, მასმედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა;
ლ) ოფიციალური სოციალური ქსელის ადმინისტრირება;
მ) საკრებულოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიებისა და ფრაქციის თავმჯდომარეების, საკრებულოს წევრების ინტერვიუების, ბრიფინგებისა და პრესკონფერენციების ორგანიზება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

- საქართველოს კონსტიტუცია;

- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

- საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი‘‘ (I, II, III და IV თავები);

- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი‘‘;

- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის N2 დადგენილება       „ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  აპარატის დებულების  დამტკიცები სშესახებ“

- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N17 დადგენილება      "ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს დებულების  (რეგლამენტის) დამტკიცების  შესახებ“



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. ახალქალაქი, მ. მაშტოცის ქუჩა 33
საკონტაქტო ტელეფონები
599 417941; 599 959264; 595302479
საკონტაქტო პირი
გოარიკ აკოპიან

დამატებითი მოთხოვნები
                     საორგანიზაციო საკითხების  სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
1.ანალიტიკური აზროვნება; 
2.გუნდური მუშაობა; 
3.დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
4. ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
5.საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
6.დროის ეფექტიანი მართვის უნარი

                    

დამატებითი ინფორმაცია
                     კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის www.hr.gov.ge მეშვეობით.
- საბუთები წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
- კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ იგი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
-აუცილებელია კანდიდატმა ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება