ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 47


ვაკანსიის N 46503     

პოზიციის დასახელება
მერის მრჩეველი სტრატეგიული პროექტების მიმართულებით
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია
მარკეტინგი
განცხადების ბოლო ვადა
26.12.2017
თანამდებობრივი სარგო:
5600 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერისათვის სტრატეგიული საკომუნიკაციო ან/და ინოვაციური პროექტების კუთხით რჩევების შემუშავება;

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალური ელექტრონული / ციფრული სერვისების არსებული მდგომარეობისა და სამომავლო განვითარების ხედვის კუთხით რჩევების შემუშავება;

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერისთვის თბილისის ქალაქის ბრენდის, ტურისტული ბრენდის, მერიის სტრუქტურული ერთეულების ბრენდის მართვის კუთხით რჩევების შემუშავება;

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  მერის მიერ ინიცირებული პროექტების ფარგლებში, მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურებისა და სხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და მერისთვის რჩევების შემუშავება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
5 წელი
პროფესია
ბიზნესის ადმინისტრირება


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B2       B2
რუსული       B2       B2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, შარტავას 7
საკონტაქტო ტელეფონები
032 2378622; +995 577181118
საკონტაქტო პირი
თეონა დვალი

დამატებითი მოთხოვნები
                    სავალდებულოა 5 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის ან / და ბრენდის მართვის მიმართულებით ან ელექტრონული/ ციფრული პროექტების განხორციელების მიმართულებით (მათ შორის ვებ-გვერდები, მობილური აპლიკაციები).
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    * გამარტივებული საჯარო კონკურსი ცხადდება პირის შრომითი ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში მიღებისათვის.
* კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს: 
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; 
ბ)სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი − შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა.
გ)სავალდებულოა კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი.
* საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გამარტივებული კონკურსის შედეგების შესაბამისად საუკეთესო კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვნელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.

                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება